დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლების სისტემის მუშაკთა საქართველოს ორდერებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 573 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/08/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, VIII, 31/08/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №573
1996 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს განათლების სისტემის მუშაკთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს განათლების სფეროში ნაყოფიერი მუშაობისა და მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ განათლების სისტემის მუშაკები:
ღირსების ორდენით:
შოთა აბაიშვილი – თბილისის პირველი საშუალო სკოლის ყოფილი მასწავლებელი;
ალექსანდრე გვახარია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პროფესორი;
დავით გონდაური – თბილისის მე-5 გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი;
თინათინ ჯავახიშვილი – თელავის მე-4 საშუალო სკოლის დირექტორი;
ღირსების მედლით:
რევაზ ბაკურაძე – გაგრის 113-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საწარმოო სწავლების ოსტატი;
ლალი გულისაშვილი – თბილისის მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
როზა დევდარიანი – ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმის ქართული ენის მასწავლებელი;
მიხეილ მინდაძე – თბილისის 27-ე საავტორო სკოლის დირექტორი;
მერი ოქროპირიძე – ბათუმის პირველი ქართული გიმნაზიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი;
ლუდმილა პოდოლსკაია – თბილისის ბუნებათსარგებლობის პროფესიული სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებელი;
არჩილ ფრანგიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
ალექსანდრე ქათამაძე – ხულოს საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
ნიკოლოზ ჩხაიძე – თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატის ფიზიკის მასწავლებელი;
ცაცა ცუცქირიძე – სურამის საბავშვო ბაღის აღმზრდელი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები