სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 18/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
04/11/2010
სსმ, 53, 18/11/2010
010250050.35.120.016012
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/11/2010 - 24/09/2014)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №27

2010 წ ლის 4 ნოემბერი

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვი სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

     მუხლი 1

 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1) .

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 მაისის №52 დადგენილება .

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                              ა . ჯვარშეიშვილი

დანართი №1

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2 .სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულები, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

2. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფი ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

    მუხლი 3. სამსახურის საჯარო მოხელეები

1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) მთავარი სპეციალისტი;

დ) წამყვანი სპეციალისტი;

ე) უფროსი სპეციალისტი;

ვ) სპეციალისტი.

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლება-მოსილებათა განხორციელებას;

გ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურეობის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებასა და დამტკიცებული პროექტების გახორციელებას;

ვ) მოსახლეობის პირველადი სამედიცინო-სანიტარული და სხვა სახის სოციალური დახმარების ორგანიზებას;

ზ) დადგენილ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის კონტროლს;

თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას;

ი) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;

კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილთა და ეკომიგრანტთა აღრიცხვას, მათი პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას;

ლ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას ;

მ) სოციალური პროგრამების შემუშავებას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების მომზადებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ორგანიზებას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

    მუხლი 5. სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება

ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლება-მოსილებათა განხორციელებას;

ბ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

გ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებასა და დამტკიცებული პროექტების გახორციელებას;

ე) მოსახლეობის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ორგანიზებას;

ვ) დადგენილი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის კონტროლს;

) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი პირობების შესწავლასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 6. სამსახურის რეორგანიზაცია

სამსახურირეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით .