საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი რანგის სტუმრების სამთავრობო რეზიდენციებში მიღება-მომსახურების წესის შესახებ

  • Word
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი რანგის სტუმრების სამთავრობო რეზიდენციებში მიღება-მომსახურების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 570
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 480.120.000.05.002.000.
  • Word
570
31/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/08/1996
480.120.000.05.002.000.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი რანგის სტუმრების სამთავრობო რეზიდენციებში მიღება-მომსახურების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №570

1996 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი რანგის სტუმრების სამთავრობო რეზიდენციებში მიღება-მომსახურების წესის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სამთავრობო რეზიდენციებში (კრწანისი, წინანდალი, ვარციხე, „ბოჯომი-ლიკანი“, ბობოყვათის კომპლექსი ქობულეთში, წყალტუბოს „საქკომჯანმრთელობის“ საბაზო სანატორიული კომპლექსი „საქართველოს“ კოტეჯი) საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებისა და მაღალი რანგის სტუმრების მიღება-მომსახურების ორგანიზაციული სრულყოფისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მოწესრიგების მიზნით:

1. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელთა, მათ თანმხლებ პირთა, სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა ვიზიტების მოსამზადებელი ჯგუფებისა და საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩამოსული დელეგაციებისა თუ ცალკეულ პირთა სამთავრობო რეზიდენციებში მიღებისა და მომსახურების (სატრანსპორტო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა.) ხარჯებს გაიღებს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური.

2. ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დარგობრივ, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა დელეგაციებისა და ცალკეულ პირთა სამთავრობო რეზიდენციებში მიღება-მომსახურების ხარჯების აანაზღაურებენ შესაბამისი სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, ორგანიზაციები, იურიდიული და ფიზიკური პირები, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით.

3. საქართველოს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურმა ვიზიტების პროგრამის დამუშავებისას, მოწვეულ მხარესთან შეთანხმებით, განსაზღვროს სახელმწიფოს ხარჯზე მისაღები სტუმრების კონტიგენტი (კატეგორია, რაოდენობა).

4. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული დელეგაციებისა და მაღალი რანგის სტუმრების სამთავრობო რეზიდენციებში უმაღლეს დონეზე მიღებისა და მომსახურებისათვის საჭირო პირობების შექმნისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს.

5. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა წარმოადგინოს სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის და სხვა რეგიონებში არსებული რეზიდენციების თანამედროვე დონეზე აღჭურვისა და მომსახურების კულტურის ამაღლების სამწლიანი პროგრამა.

ე. შევარდნაძე