სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 18/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016009
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
24
04/11/2010
სსმ, 53, 18/11/2010
010250050.35.120.016009
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/11/2010 - 21/01/2011)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №24

2010 წ ლის 4 ნოემბერი

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება (დანართი №1) .

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სივრცითი მოწყობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 ივლისის №28 დადგენილება .

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           . ჯვარშეიშვილი

 

დანართი №1

  სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნ , ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების შესაბამისი მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფი ინფრასტრუქტურის განვითარების ა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება;

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულები თა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულები თა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად.

7. უფროსის არყოფნის შემთხვევაშ ი გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

    მუხლი 3. სამსახურის საჯარო მოხელეები

1. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) მთავარი სპეციალისტი;

დ) წამყვანი სპეციალისტი;

ე) უფროსი სპეციალისტი;

ვ) სპეციალისტი.

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებასა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ზ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

კ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

მ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ო) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;

პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ჟ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და ექსპლუატაციის საკითხებზე;

რ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ს) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 5. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების ა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

) წინადადებბის მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

    მუხლი 6. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის რეორგანიზაცია

1. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობიშესაბამისად .

 

7. 24/09/2014 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 29/09/2014 6. 23/04/2014 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 24/04/2014 5. 30/12/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 30/12/2013 4. 17/04/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 23/04/2013 3. 14/02/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 17/02/2012 2. 22/03/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 110328031, 31/03/2011 1. 21/01/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 270111, 27/01/2011