დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ელექტროენერგეტიკულ სექტორში ფინანსური სისტემის რესტრუქტურიზაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 563 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 27/08/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №563
1996 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
ელექტროენერგეტიკულ სექტორში ფინანსური სისტემის რესტრუქტურიზაციის შესახებ
„ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 ივლისის №437 ბრძანებულების საფუძველზე ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის ერთიანი პროგრამის ფარგლებში ფინანსური ურთიერობების გარდაქმნის მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ფინანსური სისტემის რესტრუქტურიზაციის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მ. მურჯიკნელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ნ. ულუმბერაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ი. შალამბერიძე – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დ. გელაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დარგობრივი სამმართველოს უფროსი
მ. გიორგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
ვ. ვახტანგიშვილი – გაერთიანებული ქართული ბანკის №1 ფილიალის დირექტორი
ო. მახარაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტის დირექტორი
თ. ყიფიანი – სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე
ნ. ჩოხელი – სახელმწიფო კომანია „საქენერგოგენერაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
2. კომისიამ სექტორის შესაბამის საწარმოებთან და ორგანიზაციებთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ერთად 1996 წლის 1 ოქტომბრამდე განახორციელოს სახელმწიფო კომპანიების „საქენერგოს“ და „საქენერგოგენერაციის“, მათ სექტორში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების ქონების, დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა ინვენტარნიზაცია, დავალიანებათა კლასიფიკაცია დებიტორებისა და კრედიტორების, ასევე ხანდაზმულობის მიხედვით; განსაზღვროს უიმედო დავალიანებები, აგრეთვე დავალიანებათა ის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო უნდა მოემსახუროს ან რომელიც ტარიფში უნდა აისახოს; განახორციელოს საწარმოთა ანგარიშების გამიჯვნა, სექტორში კონტრაქტების სისტემის მოწესრიგება და სხვა სამუშაოები.
3. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სათანადო ოქმით, რომელსაც თან ერთვის საჭირო დოკუმენტები და აქტები. კომისიის მოთხოვნით განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები განიხილება საგანგებო ენერგეტიკული კომისიის სხდომაზე.
4. კომისიას უფლება აქვს თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოიწვიოს სხვადასხვა ექსპერტები, შექმნას სამუშაო ჯგუფები, მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საწარმოებიდან, სამინისტროებიდან და უწყებებიდან, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებიდან.
5. სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსადმი“ მუნიციპალური (რაიონული) ენერგოკომპანიების, ცალკეული პირდაპირი მომხმარებლების დავალიანებების ინვენტარიზაცია, დაზუსტება და კლასიფიკაცია, აგრეთვე კომისიის დავალიანებით სხვა სამუშაოები განახორციელონ საგანგებო ენერგეტიკული კომისიის რეგიონალურმა სამუშაო ჯგუფმა სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ერთად და სათანადო წესით დადასტურებული მასალები წარმოუდგინონ კომისიას 1996 წლის 15 სექტემბრამდე.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები