სააქციო საზოგადოება "ჭიათურმანგანუმის" რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება "ჭიათურმანგანუმის" რესტრუქტურიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/01/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 31/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
54
26/01/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 31/01/1997
240.060.000.05.002.000.
სააქციო საზოგადოება "ჭიათურმანგანუმის" რესტრუქტურიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/01/1997 - 10/11/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №54

1997 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ რესტრუქტურიზაციის შესახებ

მანგანუმის წარმოებაში არსებული კრიზისის დაძლევის, დარგში რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და სამრეწველო პოტენციალის რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად საჭირო რესტრუქტურიზაციის დაჩქარების მიზნით:

1. მანგანუმის წარმოების განსაკუთრებული ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, დარგის რეაბილიტაციის დაჩქარებისა და ინვესტიციების მოსაზიდად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად მანგანუმის მრეწველობა მიჩნეულ იქნეს პრიორიტეტულ დარგად.

2. მანგანუმის წარმოების რეაბილიტაციისა და ეფექტიანობის ამაღლების, სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ რესტრუქტურიზაციის ერთიანი პროგრამის შემუშავების მიზნით შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ტახირ არველაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ოლეგ ბუცხრიკიძე – სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

თემურ გოჩიტაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

ანზორ თავართქილაძე – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის პირველი მოადგილე

დავით კეკენაძე – ქ. ჭიათურის მერი

ილია ზაქარიაძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

მირიან მურჯიკნელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი ჟორდანია – ჰოლდინგური კომპანია „საქსამთომეტალურგიის“ გენერალური დირექტორი

მერაბ ჟურული – საქართველოს სამთომეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის ფედერაციის თავმჯდომარე

რევაზ სტურუა – სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარე

ივერ ფრანგიშვილი – საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი

ზურაბ ქუთელია – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზირების სამმართველოს უფროსი

არჩილ ღოღობერიძე – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი

ნიკო შეყლაშვილი – სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ გენერალური დირექტორი

დავით შალიკაშვილი – განვითარებისა და რეკონსტრუქციის რუსულ-ქართული ბანკის პრეზიდენტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მმართველი კომპანიების გამგეობის თავმჯდომარე

გიგა ჩოგოვაძე – სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სექტორული ეკონომიკის განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი

იოსებ ცისკარიშვილი – „ტასისის“ საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი

ემირ ჯუღელი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილე

თამაზ ჯანელიძე – საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

კომისიამ სამ თვეში წარმოადგინოს სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ რესტრუქტურიზაციისა და ორგანიზაციული სრულყოფის ღონისძიებათა გეგმა კომუნიკაციისადმი სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების გათვალისწინებით.

3. სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ მართვის სისტემის გარდაქმნის აუცილებლობისა და რესტრუქტურიზაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გაშუქდეს ტელევიზიისა და პრესის საშუალებით.

ე. შევარდნაძე