დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მინერალური წყლის ,,ბორჯომის" მოპოვებისა და ექსპლუატაციის საკითხთა მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 537 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/08/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400.060.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №537
1996 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
მინერალური წყლის „ბორჯომის“ მოპოვებისა და ექსპლუატაციის საკითხთა მოწესრიგების შესახებ
მინერალური წყლის „ბორჯომის“ საბადოს ჰიდრომინერალური მეურნეობის მოწესრიგებისა და ეკოლოგიური პირობების დაცვის, რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების, მსოფლიო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის აღდგენის მიზნით:
1. მიენიჭოს მინერალურ წყალს „ბორჯომს“, როგორც წიაღისეულს, სახელმწიფო მნიშვნელობის რესურსის სტატუსი და არსებული წესით შეტანილ იქნეს იგი სახელმწიფო მნიშვნელობის წიაღისეულთა ნუსხაში.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებულმა ლიცენზირების საუწყებათშორისო ექსპერტთა საბჭომ ერთ თვეში გამოაცხადოს კონკურსი წიაღისეულით – მინერალური წყლით „ბორჯომით“ სარგებლობისათვის.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან (ანტიმონოპოლიური სამსახური), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ერთ თვეში უზრუნველყოს მინერალური წყლის „ბორჯომის“ №1 და №2 ჩამოსასხმელი ქარხნების ინვესტორებისათვის 5 წლით გამგებლობაში (მართვის უფლებით) გადაცემა კონკურსის მოწყობის გზით. აღნიშნული ქარხნების პრივატიზაციის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს ამ საწარმოთა მუშაკების ინტერესები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს იმ მეწარმე სუბიექტების ლიცენზირება, რომლებიც სანიტარიული და ტექნოლოგიური დონით აკმაყოფილებენ მინერალური წყლის „ბორჯომის“ ჩამოსხმის მოთხოვნებს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მეწარმე სუბიექტების ეკოლოგიური ექსპერტიზა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები