დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2010 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "ენერგოგენერაცია" |
| მიღების თარიღი | 08/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 12/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ინფორმაცია
2010 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით (№2/3523-2010 საქმეზე) წარმოებაში მიღებული შპს „ენერგოგენერაციის“ გადახდისუუნარობის საქმეზე, 2010 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ იქნა აუქციონი შპს „ენერგოგენერაციის“ სამეურვეო ქონების მთლიანად, ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ 2010 წლის 19 ოქტომბრის №76 და 22 ოქტომბრის №77 ნომრებში.
ზემოაღნიშნული აუქციონი არ შედგა, ვინაიდან არ იქნა მიღებული აუქციონში მონაწილეობის მსურველთა არც ერთი განაცხადი და უშუალოდ აუქციონის ჩატარების დღეს აუქციონში მონაწილეობის მიღების არც ერთი მსურველი არ გამოცხადებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ენერგოგენერაციის“ ქონება არ იქნა გაყიდული და „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს „ენერგოგენერაციის“ ქონების გაყიდვის მიზნით, უნდა ჩატარდეს მეორე აუქციონი, რომლის შესახებაც ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნებულ იქნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები