საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.000.
  • Word
522
12/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
480.140.000.05.002.000.
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №522

1996 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 12 აპრილს დადებული წინამდებარე შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:

ა) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ;

ბ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ;

გ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ;

დ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ;

ე) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ვ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;

ბ) შეატყობინოს ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე