დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 897 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 08/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.08.002.016052 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №897
2010 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69 (76), მუხ. 1064) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სასაზღვრო გამტარ პუნქტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა. ”;
ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანო ” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში შემავალი სასაზღვრო საბაჟო ორგანო (შემდეგში – საბაჟო ორგანო) ”;
გ) მე-3 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ორგანოების მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ”;
დ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების უფლებამოსილ ორგანოსთან ” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ”;
ე) 28-ე მუხლის მე-9 პუნქტში სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ”;
ვ) 35-ე მუხლში სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ” შეიცვალოს სიტყვებით: „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები