,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 09/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.099
  • Word
100
08/11/2004
სსმ, 128, 09/11/2004
010.240.030.10.003.000.099
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №100

2004 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და 35-ე მუხლის მე-7 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ დებულებას (სსმ III, 10.09.04წ., №99, მუხ. 849) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

     „მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

1. შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები,

გარდა ამ დებულების მე-5 მუხლში აღნიშნული სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა, არიან:

ა) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური;

ბ) ფასების სახელმწიფო ინსპექცია.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლში აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, არიან:

ა) საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო;

ბ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (საქსტანდარტი);

გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.“.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია