„ქ. ტყიბულში 2X125 მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 სექტემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. ტყიბულში 2X125 მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 სექტემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 15/08/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
358
10/08/2000
სსმ, 73, 15/08/2000
000000000.00.000.000000
„ქ. ტყიბულში 2X125 მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 სექტემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №358

2000 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქ. ტყიბულში 2X125 მგვ ტყიბულის  ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 სექტემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქ. ტყიბულში 2X125 მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პროექტის რეალიზაციის დაჩქარების პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 სექტემბრის №543 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგინდეს, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს „ტყიბული პაუერ ინტერნეიშენელ ლიმიტედი“, რომელიც დაფუძნებულია სლოვაკეთის კომპანია „სეს ენერჯი“ (ტლმაჩე) და ამერიკის კომპანია  „აქსეს ინტერნეიშენელ ინიკ-ის“ მიერ“.

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), იუსტიციის სამინისტრომ (ჯ. ხეცურიანი), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი), სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხულავა), სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა:

ა) აღმოუჩინონ დახმარება პროექტის ინვესტორებს ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან საჭირო ხელშეკრულებების განხორციელებაში;

ბ) საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისცეს ვიზები პროექტის რეალიზაციით დასაქმებული ფირმების პერსონალსა და მათ ქვეკონტრაქტორებს;

გ) საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს პროექტის რეალიზაციის მონაწილეთა და ქვეკონტრაქტორთა პერსონალის, აგრეთვე იმ ტექნოლოგიური დანადგარებისა და მანქანა-იარაღების სახელმწიფო საზღვარზე შეუფერხებლად გატარება, რომლებიც გამოყენებულ იქნება მშენებლობის რეალიზაციისათვის“.

3. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის (კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ”, მე-6 მუხლი, მე-6 პუნქტი) შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში წარმოადგინოს ბრძანებულების პროექტი იმის შესახებ, რომ სააქციო საზოგადოება „ტყიბულნახშირის“ აქციები პირდაპირ მიეყიდოს საქართველო-სლოვაკეთ-ამერიკის ფირმა „ტყიბული მაინს კომპანის“, რომელიც დაფუძნებულია „ჯორჯიან ენერგო გრუპ-ის“, „სეს ტლმა-ჩესა“ და „აქსეს ინტერნეიშენალ ინკ-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში”.

4. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა თბოსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით გაწეული ინვესტიციების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშაონ წარმოებული ელექტროენერგიისა და თბოენერგიის რეალიზაციის გარანტირებული მექანიზმი და შესაბამისი გრძელვადიანი სატარიფო სისტემა.

10. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა არსებული კანონმდებლობის დაცვით გააფორმოს ხელშეკრულება თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურის გარანტირებული გადახდის შესახებ“.

5. ბრძანებულების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები დაინომროს შესაბამისად მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებად.

ე. შევარდნაძე