დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის მიწის, სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 18/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016014 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/11/2010 - 01/07/2011)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 30
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. ჭიათურა
თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, მიწის სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებული ზონების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ადმინისტრაციული ცენტრის ცენტრალური ზონისათვის (ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი 1 მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩებისათვის) შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 20 პროცენტის ოდენობით, ხოლო 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა კი –1.5 ლარით;
ბ) ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის (დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №1-დან №94-ის ჩათვლით, მღვიმევის, გიორგაძის, ჩაჩანიძის (ყოფილი მოსკოვის) წმინდა გერმანეს, ცხოვრებაძის, 9 აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ბარათაშვილის, ბელიაშვილის, თორღვაშვილის, ტყაბლაძის, ჭიღლაძის, ინტერნაციონალის, რუსთაველის, ქუთაისის, კუპატაძის (ყოფილი წულუკიძის), ბათუმის, ლეჟუბნის, თბილისის, ჯარბელის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩებისათვის შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 15 პროცენტის ოდენობით, ხოლო 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა კი –1.2 ლარით;
გ) ადმინისტრაციული ცენტრის პერიფერიული ზონისათვის (დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №94-დან ზემოთ, ახალი დარკვეთის და მღვიმევის მაღაროთა სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიისათვის, სოფრომაძის, პატარიძის, ვაჩნაძის, ფანცულაიას, საბჭოს, ევგენი ღვალაძის (ყოფილი საბჭოს ქუჩის IV შესახვევი), წმინდა გიორგის, გაგარინის, გოგებაშვილის, ერისთავის, თავისუფლების, მუხაძის, სიხარულიძის, ფრანგიშვილის, ბაქრაძის ქუჩებისათვის) შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით, ხოლო 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა კი –1.0 ლარით.
მუხლი 2
სოფლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით, ხოლო 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა კი – 0.5 ლარით.
მუხლი 3
დასახლებათა შორის არეალებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის 10 პროცენტის ოდენობით, ხოლო 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა კი – 0.4 ლარით.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 მარტის №8 დადგენილება.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები