წალკის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
წალკის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.002.000
  • Word
507
11/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
280.120.000.05.002.000
წალკის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №507

1996 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

წალკის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

წალკის რაიონის გამგეობა, გაწეული გარკვეული მუშაობის მიუხედავად, ჯეროვნად ვერ იყენებს რაიონის ადგილობრივი რეზერვებით ბიუჯეტის შევსების პოტენციურ შესაძლებლობებს, რის გამოც გადაუჭრელია მთელი რიგი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. მართალია, რაიონში დამზადებულია დიდი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მაგრამ ვერ ხერხდება მისი სამეურნეო ბრუნვაში ჩართვა, ძირითადად არასაკმარისი საორგანიზაციო საქმიანობის, საავტომობილო ტრანსპორტის და კომუნიკაციების გაუმართავი მუშაობის შედეგად მოსახლეობა განიცდის სასმელი და სარწყავი წყლის უკმარისობას, რაიონი კი – კვალიფიციური კადრების (მათ შორის, განათლების მუშაკები, ეკონომისტები, იურისტები) ნაკლებობას და სხვ.

წალკის რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების დაჩქარების მიზნით:

1. ეთხოვოს ცეკავშირის გამგეობას (გ. ქათამაძე) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან (ბ. გულუა) ერთად წალკის რაიონის გამგეობას აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება რაიონში არსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციაში.

2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ ( მ. ჩხენკელი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) წალკის რაიონის გამგეობასთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთ თვეში გადაწყვიტონ საშენი მასალის, მათ შორის, პემზის სამეურნეო ბრუნვაში მოქცევის საკითხი.

3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. ზუბიტაშვილი), ეკონომიკის სამინისტროსთან (ვ. პაპავა), ფინანსთა სამინისტროსთან (დ. იაკობიძე), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (ნ. ჩხობაძე) და ეროვნულ ბანკთან (ნ. ჯავახიშვილი) ერთად განიხილონ და ერთ თვეში წარმოადგინონ წინადადებანი ფარვან-ხრამის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის მიზანშეწონილობისა და დაფინანსების შესახებ.

4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული სისტემის რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის დროებითმა კომიტეტმა (დ. ზუბიტაშვილი) განიხილოს წალკის რაიონის ენერგეტიკული ობიექტების აქციონირების ან იჯარით გაცემის შესაძლებლობა.

5. კონცერნმა საქავტოგზამ (ბ. სარალიძე) გაითვალისწინოს თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო თანხების გამოყოთა 1996 წელს მათთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

6. რაიონში არსებული პოტენციალიდან გამომდინარე წალკის რაიონის გამგეობამ (გ. კვალიაშვილი) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა (ვ. პაპავა) და ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან (კ. ზალდასტანიშვილი) ერთად შეიმუშაოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და რეალიზაციის კონკრეტული პროგრამა.

7. ეთხოვოს საქართველოს აგრომრეწვბანკს (ა. დევდარიანი) და გაერთიანებულ ქართულ ბანკს (თ. მაღლაკელიძე) დროულად მოამარაგონ წალკის რაიონის შესაბამისი ფილიალები ფულის ნიშნებით.

8. ეთხოვოს საქართველოს აგრომრეწვბანკს წალკის რაიონის გამგეობასთან ერთად განიხილოს საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებისათვის საჭირო კრედიტების გამოყოფის შესაძლებლობის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

9. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია) შეიმუშაოს და განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებანი, მათ შორის, კერძო სექტორის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, წალკის რაიონის სატელეფონო კავშირის მომსახურებისა და ტელერადიოგადაცემათა გაუმჯობესებისათვის.

10. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე) რაიონის გამგეობასთან ერთად წარმოადგინოს წინადადება რაიონში კვალიფიკაციური კადრების მივლინებისა და ადგილზე დამაგრების შესახებ.

11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს წალკის რაიონისათვის კუთვნილი დოტაციური თანხების დროული გამოყოფა.

ე. შევარდნაძე