დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ენერგეტიკული სექტორის საწარმოთა სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 470 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/07/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №470
1996 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
ენერგეტიკული სექტორის საწარმოთა სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის დაძლევის, საბაზრო სტრუქტურების ჩამოყალიბების, რესტრუქტურიზაციის ღონისძიებათა თანამიმდევრული განხორციელებისათვის სათანადო ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით:
1. ელექტრო და სათბობ-ენერგეტიკული სექტორის საწარმოების, ორგანიზაციებისა და სხვა ობიექტების მიმართ შეჩერდეს „რესპუბლიკაში საგადამხდელო დისციპლინის განმტკიცების, ანგარიშსწორების მოწესრიგებისა და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 1 სექტემბრის №287 ბრძანებულების მეოთხე პუნქტით განსაზღვრული ზომების მიღება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო წესით მოწესრიგებამდე არ გამოიყენოს ელექტრო და სათბობ-ენერგეტიკული სექტორის საწარმოების, ორგანიზაციებისა და სხვა ობიექტების მიმართ იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილი ხანდაზმული (ერთ წელზე მეტი) კრედიტორული დავალიანების ბიუჯეტის სასარგებლოდ სავალდებულო ამოღების წესი. სექტორის რესტრუქტურიზაციის ღონისძიებათა კომპლექსში შეიმუშაოს ამ დავალიანებათა მომსახურების სათანადო მექანიზმი და წარმოადგინოს კონკრეტული წინანდადებები.
3. დაწესდეს, რომ „საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 5 ივლისის №268 ბრძანებულების 1-ლი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული შეღავათი ამჟამად ვრცელდება დეპარტამენტ „საქენერგოს“ ბაზაზე შექმნილ სახაზინო საწარმოებზე – „საქენერგოსა“ და „საქენერგოგენერაციაზე“, მათში შემავალ საწარმოებზე, აგრეთვე რაიონულ და მუნიციპალურ ენერგოკომპანიებზე.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ:
4.1. განიხილონ და განსაზღვრონ ელექტრო-ენერგეტიკული სექტორისათვის რეალიზებულ პროდუქციაზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიკუთვნების წესი.
4.2. ელექტრო-ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რესტრუქტურიზაციის პროცესში გათვალისწინებული ობიექტების აქციონირებისა და შესაბამისად მათი ძირითადი ფონდების გადაფასების აუცილებლობიდან გამომდინარე, განსაზღვრონ და წარმოადგინონ ქონების გადასახადის ახალი განაკვეთები პარლამენტის მიერ განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
5. ბრძანებულება მოქმედებს მისი შემცვლელი (ან გამაუქმებელი) სხვა საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მიღებამდე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები