საქართველოს საინფორმაციო-რადიოსატელევიზიო ცენტრალური პროგრამების უწყვეტი გავრცელების შესახებ

  • Word
საქართველოს საინფორმაციო-რადიოსატელევიზიო ცენტრალური პროგრამების უწყვეტი გავრცელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 450.140.000.05.002.000.
  • Word
450
07/07/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
450.140.000.05.002.000.
საქართველოს საინფორმაციო-რადიოსატელევიზიო ცენტრალური პროგრამების უწყვეტი გავრცელების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №450

1996 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს საინფორმაციო-რადიოსატელევიზიო ცენტრალური პროგრამების უწყვეტი გავრცელების შესახებ

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხდება ცენტრალური რადიოსატელევიზიო პროგრამების შეწყვეტა და მის ნაცვლად ადგილობრივი სატელევიზიო პროგრამების ტრანსლირება, რაც გარკვეულწილად ქმნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საინფორმაციო ვაკუუმს. გარდა ამისა, აღინიშნება ისიც, რომ ჩართვები ხდება თვითნებურად, ზოგ შემთხვევაში ძალდატანებით.

საქართველოს ცენტრალური საინფორმაციო-რადიოსატელევიზიო პროგრამების უწყვეტი გავრცელების მიზნით და აღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად:

1. ავტონომიურმა რესპუბლიკებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა და ადგილობრივმმართველობის ორგანოებმა არ დაუშვან ცენტრალური პროგრამების თვითნებურად შეწყვეტა.

2. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია) ტელერადიოკორპორაციასთან (ა. გოგელია) ერთად არ დაუშვას სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ადგილობრივ და საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელებში რეგიონალური სატელევიზიო პროგრამების ტრანსლირება.

ავტონომიურ რესპუბლიკებს, სამხარეო ადმინისტრაციებსა და ადგილობრივმმართველობის ორგანოებს მოთხოვნილების შესაბამისად გამოეყოთ სამუშაო სიხშირეთა სპექტრი. ადგილობრივი სატელევიზიო პროგრამების ტრანსლირება განხორციელდეს ადგილობრივი ფინანსური რესურსების საშუალებით.

3. ამ ბრძანებულების შესრულებისადმი კონტროლი დაევალოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს.

ე. შევარდნაძე