დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 617 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 30/07/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.033.014917 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.033.014.917
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №617–№140
2010 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1.
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 19.11.09, №142, მუხლი 1657) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
კ. ბაინდურაშვილი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. ბურჯალიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები