„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 26/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.033.014114
  • Word
36
26/01/2010
სსმ, 8, 26/01/2010
010130000.22.033.014114
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.033.014.114

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ერთობლივი ბრძანება №36-№15

2010 წლის 26 იანვარი

 ქ. თბილისი

„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივ ბრძანებაში ცლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებთ:

    მუხლი 1.

 „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756-№216 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 19.11.2009, №142, მუხ. 1657) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი პირადად, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით, განცხადებით (დანართი №3) მიმართავს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საქართველოს რეზიდენტობის მისანიჭებლად წარმოსადგენი დოკუმენტები

საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა, მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ან სააგენტომ შემოსავლების სამსახურში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის/ბინადრობის მოწმობა და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს; ან

ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირი საქართველოში არსებული წყაროდან იღებს შემოსავალს.

    მუხლი 5. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების პირობები

ფიზიკურ პირს საქართველოს რეზიდენტობა ენიჭება იმ შემთხვევებში, თუ:

ა) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია და აქვს ბინადრობის ნებართვა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან

ბ) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია და ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული წყაროდან იღებს შემოსავალს, რომლის მისაღებ ოდენობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახური.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სააგენტოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და:

ა) ხარვეზის არარსებობის და ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე;

ბ) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში და ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მისაღებობის შემთხვევაში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური რეზიდენტობის მაძიებელ ფიზიკურ პირს უარს ეუბნება საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე;

გ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს განმცხადებელს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არა უმეტეს 30 დღისა.“.

4. დანართი №3 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ზ. ადეიშვილი

დანართი №3

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

Ministry of Finance of Georgia

რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა

Application for Certificate of Residence

განმცხადებლის მონაცემები/Identification of Applicant

სახელი, გვარი/Name

 

 

 

პირადი ნომერი/Identification number

მისამართი/Address

 

 

ვადასტურებ, რომ მოთხოვნის მიზანია რეზიდენტობის ცნობის მიღება

I declare that the application is made for the purpose of claiming the Certificate of Residence

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერა/Signature                                                                                                თარიღი/Date

 

 

 

დანართი №5

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

Ministry of Finance of Georgia

რეზიდენტობის ცნობა 000000

Certificate of Residence N000000

გაცემულია/is granted to

 

 

 

პირადი ნომერი/Identification number:

მისამართი:

AAddress:

ვადასტურებ, რომ პირი არის საქართველოს რეზიდენტი საგადასახადო მიზნებისათვის.

I certify that the person is resident of Georgia for tax purposes.

 

 

მინისტრის ხელმოწერა/Minister’s Signature                                                 თარიღი/Date

 

 

 

 

 

 

 

სფს-ის რეგისტრაციის ნომერი:

დამკვეთი:

დამამზადებელი: