დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 17/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016039 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №77
ქ. წყალტუბო
2010 წლის 29 ოქტომბერი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ
„ადილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის ესკიზის შესარჩევი კონკურსის განმახორციელებელი დროებითი კომისიის 2010 წლის 30 ივნისის №1 ოქმის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) ესკიზი, კონკურსში წარმოდგენილი კოდით 27...04...71.... (ავტორი – მიხეილ ჟორჟოლიანი. დადგენილებას თან ერთვის გერბისა და დროშის ესკიზი და სიმბოლიკის აღწერილობა ორ ფურცლად).
მუხლი 2
დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას (ო. ჩიტაიშვილი), წარმოადგინოს წინადადებები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამზადებასთან დაკავშირებით, დამტკიცებული ესკიზის შესაბამისად.
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
დანართი №1

დანართი №2
წყალტუბოს მუნიციპალური გერბი
წყალტუბოს მუნიციპალური გერბი წარმოადგენს: გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილი, იყოფა ოთხ ნაწილად. I ნაწილი – მწვანე ველზე ორკოშკიანი ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომლის თავზე ცენტრში აღმართულია ოქროსტარიანი ვერცხლის ბანერი (ბანერის ტარი მარჯვენა კოშკზეა დამაგრებული). ბანერზე გამოსახულია მეფე თამარის მეწამული ხელრთვა. II და III ნაწილი – ლურჯ ველზე ვერცხლის შადრევანი ოქროს სამი წყაროთი. IV ნაწილი – მწვანე ველზე ოქროს „დინოზავრი“.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ ვერცხლ-მწვანე ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „წყალტუბო“.
წყალტუბოს მუნიციპალური დროშა
დროშა იყოფა ოთხ ნაწილად I ნაწილი – მწვანე ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ე.წ. „ფრანგული“ ფარი. ფარზე – მეფე თამარის მეწამული ხელრთვა. II და III ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს. IV ნაწილი – მწვანე ველს.
დროშის პროპორციაა 2/3.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები