"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 4/ნ
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 08/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.058.016002
  • Word
4/ნ
28/10/2010
სსმ, 144, 08/11/2010
040030000.33.058.016002
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №4/ნ

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შე­სა­ხებ აჭა­­რი­ს ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესა­ბა­მი­სად, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წ.-ის 10 თებერვლის 1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი აჭარა”, 2010 წლის 27 თებერვალი, 24 (23.239), გვ.14) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

ა) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ“ ქვეპუნქტი:

ზ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილება;“;

) დებულებ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობანი

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობანია:

 ა) ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

 ბ) ცენტრის კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;

 გ) ცენტრის საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგ­მის შემუ­შავება;

 დ) ცენტრისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობ­რივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა;

 ე) დადგენილი წესით მიზნობრივი პროგრამების შესრულების ყოველ­თვიური, კვარ­­ტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების შედგენა და წარდგენა შესაბამისი ორგანოებისათვის;

 ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორ­­განიზება და ცენტრის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე ყო­ველ­­თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენის უზ­რუნ­ველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;

 ) ცენტრის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული აღრიცხვა და გაცემა;

 თ) ცენტრის ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დო­კუმენ­ტა­ციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკო­ნომი­კის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზ­რუნ­ველყოფა;

 ი) საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ცენტრის მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

 კ) ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის მიღებული ფინანსური სახსრების მართვაში მონაწილეობა;

ლ) ცენტრის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა;

მ) ცენტრის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ნ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მართვა და ანალიზი;“.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.                                    

. ანთაძე