დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,მწვანე ბაზრის" შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 661 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/10/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №661
1996 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „მწვანე ბაზრის“ შესახებ
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საინვესტიციო ცენტრისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯგუფის წინადადებათა გათვალისწინებით, რომელთა შესაბაბისად განზრახულია საქართველოში ახალი ხილბოსტნეულით ბითუმად ვაჭრობის სისტემის შექმნა, კერძოდ კი ქ. თბილისში ახალი ხილბოსტნეულის ცენტრალური საბითუმო ბაზრის, ხოლო ქალაქებში ახალციხეში, გურჯაანსა და მარნეულში რეგიონალური შემგროვებელი ბაზრების მშენებლობა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:
– „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „მწვანე ბაზარი“ – ახალი ხილბოსტნეულის თბილისის ცენტრალური საბითუმო ბაზარი ქალაქების ახალციხის, გურჯაანისა და მარნეულის რეგიონალურ შემგროვებელ ბაზრებთან ერთად;
– დამფუძნებლების – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის (აქციის 70 პროცენტი), სააქციო საზოგადოება „ლიდერისა“ და სააქციო საზოგადოება „პეგასის“ – შენატანი სააქციო საზოგადოება „მწვანე ბაზრის“ საწესდებო კაპიტალში პირველ ეტაპზე განხორციელებულია ფულადი შენატანის სახით.
2. ნება დაერთოს სააქციო საზოგადოება „მწვანე ბაზარს”, რომ მის დამფუძნებელთა მფლობელობაში არსებული მიწით სარგებლობის უფლება განისაზღვროს როგორც თითოეული დამფუძნებლის შენატანი სააქციო საზოგადოება „მწვანე ბაზრის“ საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელთა სახელზე ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული თანხმობისა და შერჩეული ტერიტორიების შესაბამისად.
3. სააქციო საზოგადოება „მწვანე ბაზრის“ საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელთა მიერ შეტანილი მიწით სარგებლობის უფლება გადაეცეს აღნიშნულ სააქციო საზოგადოებას ამ უფლებით გირავნობის უზრუნველყოფისა და ამავე უფლების განკარგვის გათვალისწინებით კრედიტორებთან პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში, ხსენებული მიწის ფართობებზე სააქციო საზოგადოების ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობის უფლებით დადგენილი წესით.
4. ბრძანებულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები