დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 408 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 24/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №408
1996 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:
ა) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 8 მარტს ქ. თბილისში;
ბ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრინციპების შესახებ, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 8 მარტს ქ. თბილისში;
გ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 8 მარტს ქ. თბილისში;
დ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საწარმოო კოოპერაციის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 8 მარტს ქ. თბილისში;
ე) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და წახალისების შესახებ, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 8 მარტს ქ. თბილისში;
ვ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 8 მარტს ქ. თბილისში;
ზ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კონტრაბანდისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია 1995 წლის 7 მაისს ქ. ბაქოში;
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები