მოსახლეობის სამკურნალო საშუალებებით და დაწესებულებათა სამედიცინო ტექნიკით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

მოსახლეობის სამკურნალო საშუალებებით და დაწესებულებათა სამედიცინო ტექნიკით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.000.
393
16/06/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996
470.230.000.05.002.000.
მოსახლეობის სამკურნალო საშუალებებით და დაწესებულებათა სამედიცინო ტექნიკით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №393

1996 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

მოსახლეობის სამკურნალო საშუალებებით და დაწესებულებათა სამედიცინო ტექნიკით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ქვეყანაში საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივ-ნორმატიული დოკუმენტების სრული პაკეტის უქონლობის გამო შეიქმნა სამკურნალწამლო საშუალებათა, ავადმყოფის მოვლის საგანთა და სამედიცინო- ტექნიკურ ნაკეთობათა უმართავი, „ველური“ ბაზარი, რომელიც პრაქტიკულად არ ექვემდებარება კონტროლს. ფარმაცევტული და სამედიცინო ტექნიკის ბაზრის რეგულირება აუცილებელია ყველაზე თავისუფალი საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობებშიც კი. შემთხვევითი არ არის, რომ ამგვარ პირობებში საქართველოში გახშირდა ვადაგასული, ფალსიფიცირებული და გაუვარგისებული მედიკამენტების და უხარისხო, მორალურად გაცვეთილი სამედიცინო ტექნიკის რეალიზაციის ფაქტები თავისი ტრაგიკული შედეგებით. ამას თავის მხრივ ხელს უწყობს ჰუმანიტარული გზით შემოტანილი, პრაქტიკულად უკონტროლო, საეჭვო ხარისხის მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების და სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების სიმრავლე და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების ნაკლებად ეფექტიანი დაცვის პირობებში შესაბამისი კონტრაბანდული ტრასების ჩამოყალიბება.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების განხორციელების, სამკურნალწამლო საშუალებათა, ავადმყოფის მოვლის საგანთა და სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა მიმოქცევისადმი სახელმწიფო კონტროლის დაწესების, მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო ნაწარმის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით:

1. 1996 წლის 1 ივნისიდან შეჩერდეს სამედიცინო საქმიანობის ყველა იმ სუბიექტის (აფთიაქები, სააფთიაქო მაღაზიები, ფარმაცევტული და სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების საბითუმო ბაზები, სამედიცინო მრეწველობის საწარმოები) ფუნქციონირება, რომელთაც არ გააჩნიათ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიები.

2. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების უზრუნველყოფისათვის დამტკიცდეს: – თანდართული „დებულება საქართველოში სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ“;

– თანდართული „ინსტრუქცია სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ“;

– თანდართული „დებულება საქართველოში სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ“;

– თანდართული „ინსტრუქცია სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ“.

3. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე):

3.1. განახორციელოს ქვეყანაში ფარმაცევტული საქმიანობისა და სამედიცინო ტექნიკის დარგის კოორდინირება და რეგულირება;

3.2. შეიმუშაოს და 1996 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს ფარმაცევტული საქმიანობისა და სამედიცინო ტექნიკის დარგის კოორდინირებისა და რეგულირების წესები და პირობები;

დააწესოს მათი დარღვევებისათვის ეკონომიკური სანქციები და დადგენილი წესით ამოღებული ჯარიმები ჩარიცხოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარდება საქართველოში ფარმაციის და სამედიცინო-ტექნიკის დარგის განვითარებას;

3.3. გასცეს სამკურნალო საშუალებების, მათი სუბსტანიციებისა და სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების იმპორტის ლიცენზიები;

3.4. გაატაროს რეგისტრაციაში სამკურნალო საშუალებების, მათი სუბსტანციებისა და სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების ექსპორტი;

3.5. 1996 წლის 1 ივლისამდე განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ფარმაცევტული საქმიანობის სუბიექტთა ლიცენზირება, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა;

3.6. აწარმოოს საქართველოში იმპორტირებული (მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების გზით) და ადგილობრივი წარმოების სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების რეგისტრირება, სერტიფიცირება და ხარისხის კონტროლი დადგენილი წესის შესაბამისად;

3.7. მოახდინოს ჰუმანიტარული ორგანიზაციების სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების სასაწყობო მეურნეობების ლიცენზირება დადგენილი წესის შესაბამისად;

3.8. განახორციელოს სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა (აფთიაქები, სააფთიაქო მაღაზიები, ფარმაცევტული და სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების საბითუმო ბაზები, სამედიცინო მრეწველობის საწარმოები) ინსპექტირება და მათგან შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიღება დადგენილი წესის შესაბამისად;

3.9. დაამუშაოს ინფორმაცია საქართველოში სამედიცინო პრაქტიკაში ნებადართული სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების შესახებ და გაავრცელოს სამედიცინო დაწესებულებებში;

3.10. აწარმოოს სათანადო სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით, საქართველოში შემოტანილი და ადგილობრივი წარმოების სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების სარეალიზაციო ფასების რეგულირება დადგენილი წესის შესაბამისად.

4. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა (თ. აბულაძე) 1996 წლის 1 ივნისიდან არ დაუშვას სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების ტვირთის გატარება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული იმპორტის ლიცენზიის და ექსპორტის რეგისტრაციის გარეშე.

5. ქალაქების მერიებმა და რაიონების გამგეობებმა უზრუნველყონ იმ სამედიცინო დაწესებულებების (აფთიაქი,სამედიცინო მრეწველობის საწარმო და ფარმაცევტული და სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების საბითუმო ბაზა) ფუნქციონირების შეწყვეტა, რომელთაც არ გააჩნიათ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და ნიმუშით გაცემული ლიცენზია.

6. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 10 აგვისტოს №475 დადგენილების მე-7 პუნქტის მესამე აბზაცი, რომელიც ეხება მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №388 დადგენილების („დებულება საქართველოს რესპუბლიკაში სამკურნალო საშუალებათა ექსპორტ-იმპორტის შესახებ“ და „ინსტრუქცია სამკურნალო საშუალებათა ექსპორტ-იმპორტის შესახებ ნებართვის გაცემის წესის თაობაზე“) გაუქმებას.

ე. შევარდნაძე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოში სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესს, რის საფუძველსაც წარმოადგენს ხელშეკრულებაში მითითებული მედიკამენტების სია.

2. აღნიშნული წესი ვრცელდება სამეურნეო საქმიანობის ყველა სუბიექტზე, რომლებიც დასაქმებული არიან სამედიცინო საქონლის იმპორტით, მათი საკუთრების ფორმის, დაქვემდებარებისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

3. ნარკოტიკული, ფსიქოტროპიული სამკურნალო საშუალებების, ნედლეულისა და პრეკურსორების, პრეპარატებისა და შხამების ექსპორტ-იმპორტი ხორციელდება შესაბამისი მარეგლამენტირებელი დოკუმენტებით, რომლებიც დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაეროს (რომლის წევრიც არის საქართველო) მოქმედი კონვენციის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით.

4. საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამეურნეო საქმიანობის სუბიექტებზე იმპორტის ნებართვის გაცემა ხორციელდება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. გაცემული ლიცენზია არ ექვემდებარება სხვა იურიდიულ პირზე გადაცემას.

5. ნებართვის გაცემის აუცილებელი პირობაა:

1) ლიცენზია, რომელიც მოცემულ ორგანიზაციას აძლევს სამკურნალო საშუალებათა ბითუმად რეალიზაციის უფლებას (ლიცენზია საბითუმო მოვაჭრეთა შესახებ);

2) წესდება, სადაც მითითებულია საქმიანობის სახეები, რომლის განხორციელებისათვის პასუხს აგებს განმცხადებელი;

3) ხელმოწერილი ან პარაფირებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების ძირითადი პირობების შეცვლისას ნებართვა ხელახლა უნდა გაფორმდეს.

სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების მიერ საზღვარგარეთელ მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულება ბითუმად მოვაჭრეთა ლიცენზიის გარეშე არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ნებართვის გაცემის საფუძველს.

სამედიცინო საქონლის იმპორტის ნებართვის გაცემაზე დადგენილია ერთჯერადი გადასახადის განსაზღვრული თანხა.

6. ნებართვა ფორმდება განცხადების საფუძველზე, რომელიც ივსება ტიპურ ბლანკზე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად.

ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი საბუთების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს დადგენილი წესით. განმცხადებელს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აძლევს გენერალურ ან ერთჯერად ნებართვას.

7. ნებართვა ფორმდება ცალ-ცალკე, სამედიცინო საქონლის ყველა სახეზე,რომელიც შეტანილია ხელშეკრულებაში, მისი რაოდენობის დასახელების მიუხედავად.

გენერალური ნებართვა ფორმდება სახელმწიფო საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებათა მიწოდების მიზნით ერთი კალენდარული წლის ვადით, ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების შესასრულებლად. გენერალური ნებართვის ექსპორტის ან იმპორტის ოპერაციები შეიძლება შესრულდეს რამდენიმე ხელშეკრულებით.

ერთჯერადი ნებართვა ფორმდება 12 თვემდე ვადით ექსპორტის ან იმპორტის ოპერაციების შესასრულებლად თითოეული ხელშეკრულების საფუძველზე.

მაძიებლის მოტივირებული თხოვნით ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს. ნებართვის გაგრძელებაზე დასტური ფორმდება წერილობით.

8. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს არა უგვიანეს 25 დღისა განცხადების შეტანის დღიდან.

9. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია: განცხადების არასწორი გაფორმება, ხელშეკრულებაზე არასწორი მონაცემების შეტყობინება, დემპინგური ფასები ან კონტრაქტის სხვა პირობები, რომლებიც ზარალს აყენებენ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა უნდა იყოს მოტივირებული და უნდა ეცნობოს განმცხადებელს წერილობით.

10. საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის გაფორმების შემდეგ.

11. თუ აღნიშნული დებულების რომელიმე პუნქტი დაირღვა ან შეიქმნა იმის პირობა, რომ დაზარალდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკის ინტერესები ანდა საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააბათილოს გაცემული ნებართვა.

12. სამეურნეო სუბიექტები აღნიშნული დებულების დარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის წინაშე.

13. ჰუმანიტარული დახმარების გზით სამკურნალო საშუალებების შემოზიდვა ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას.

14. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე საბაჟო დეპარტამენტს უფლება არა აქვს გასცეს ექსპორტ-იმპორტისას ტვირთის გაცემის ნებართვა.

 15. სამკურნალო საშუალებათა ექსპორტ-იმპორტის წარმოება ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ.

ინსტრუქცია სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს „სამკურნალო საშუალებათა იმპორტის შესახებ განცხადების“ და „სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ნებართვის“ საბუთის გაფორმების წესს დანართში მოცემული „განცხადება-ნებართვის“ საბუთის ტიპობრივი უნიფიცირებული ფორმის საფუძველზე, აგრეთვე საქართველოში სამკურნალო საშუალებათა იმპორტის წესს.

1. ზოგადი მოთხოვნები

1.1. ნებართვის გაცემას ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

1.2. განცხადების ბლანკები და ინსტრუქცია ვრცელდება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციის ცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

1.3. განმცხადებელი დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს „განცხადება-ნებართვის“ შევსებულ ბლანკს და შესაბამის საბუთებს სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ნებართვის გაცემის დებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.

1.4. „განცხადება-ნებართვას“ საექსპერტო დასკვნისათვის წარუდგენენ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებულ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკურ ინსპექციას.

1.5. „განცხადება-ნებართვის საბუთის ტიპობრივი უნიფიცირებული ფორმის რეკვიზიტების ნუსხა მოცემულია ინსტრუქციის I ცხრილში; ცხრილში რეკვიზიტები აღნიშნულია „+“ და „-“ „+“-ით ნიშნავს, რომ მოცემული რეკვიზიტი ივსება საბუთის გაფორმებისას. ნიშანი „-“ ნიშნავს,რომ რეკვიზიტი მოცემული საბუთის გაფორმებისას არ ივსება.

2. განცხადების გაფორმების წესი

2.1. განცხადება (საბუთის ფორმა „განცხადება-ნებართვა“) ივსება აუცილებლად საბეჭდი მანქანით ან კომპიუტერული წესით, საბუთის ფორმის შესაბამისად. შესწორება საბუთში არ დაიშვება. სიტყვების შემოკლება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებს.

2.2. ტიპობრივი ფორმის განცხადების შევსებისას საჭიროა ვისარგებლოთ ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორით მოცემული რეკვიზიტების დასახელებით და კოდებით.

2.3. რეკვიზიტების კოდი განთავსდეს რეკვიზიტისაგან მარჯვნივ, მკაცრად განსაზღვრულ ადგილას, რომლის საზღვარი აღინიშნოს ნიშნით „1“.

2.4. განცხადების გაფორმებისას ორგანიზაცია-განმცხადებელი ავსებს რეკვიზიტებს 1,2,3,4,5,6,7,9,10,11,12,13,14,15,16,17,19,20,21.

2.5. რეკვიზიტში 1 „ორგანიზაცია-განმცხადებელი, მისი მისამართი“ მიეთითოს ორგანიზაციის სრული დასახელება, მისი საფოსტო მისამართი რეგიონის მითითებით, ტელეფონი (ფაქსი, ტელეტაიპი) და კოდი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კლასიფიკატორის მიხედვით.

2.6. რეკვიზიტში 2 „რეგისტრაციის №“ მიეთითოს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ განმცხადებლისათვის საგარეო-ეკონომიკურ კავშირურთიერთობაში მონაწილეობის რეგისტრაციის წესის შესაბამისად მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის თარიღი. იგი აღინიშნება შემდეგი წესით:

დდ.თთ.წწ. სადაც

დ-დღე (2 სიმბოლო)

თ-თვე (2 სიმბოლო)

წ-წელი (2 სიმბოლო)

სიმბოლოები გამოიყოფა წერტილებით.

2.7. რეკვიზიტში 3 „საქონლის მწარმოებელ-მომხმარებელი“ მიეთითოს საქონლის მწარმოებლის ან მფლობელის, მომხმარებლის ზუსტი სახელწოდება, საფოსტო მისამართი და კოდი საწარმოებისა და ორგანიზაციების კლასიფიკატორის მიხედვით.

2.8. რეკვიზიტში 4 „დანიშნულების ქვეყანა“ მიეთითოს იმ ქვეყნის დასახელება, სადაც იგზავნება საქონელი და მისი ციფრული კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის მიხედვით.

გენერალური ნებართვისათვის,რომლითაც იმპორტი განხორციელდება რამდენიმე ქვეყნიდან, რეკვიზიტში 5 მიეთითოს „განუსაზღვრელია“.

2.9. რეკვიზიტში 5 „წარმოშობის ქვეყანა“ მიეტითოს იმ ქვეყნის დასახელება,სადაც აწარმოეს პროდუქტი და, შესაბამისად მისი კოდი მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკატორის მიხედვით.

2.10. რეკვიზიტში 6 „საბაჟო“ მიეთითოს საბაჟოს სახელწოდება,რომელსაც წარუდგენენ ნებართვის ორიგინალს და კოდს საბაჟო დაწესებულებების კლასიფიკატორის მიხედვით.

შენიშვნა: თუ რეკვიზიტი 6 – „საბაჟო“ არ არის შევსებული ორგანიზაცია - განმცხადებლის მიერ, მაშინ საქონელი საბაჟო გაფორმებისათვის

არ მიიღება.

2.11. რეკვიზიტში 7 „სამკურნალო საშუალებების იმპორტზე განმცხადებლის №“ მიეთითოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადების ნომერი და თარიღი. თარიღი მიეთითოს შემდეგნაირად:

დდ.-თთ-წწ.სადაც

დ-დღე (2 სიმბოლო)

თ-თვე (2 სიმბოლო)

წ-წელი (2 სიმბოლო)

სიმბოლოები ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილებით.

(განცხადების შემოსვლის თარიღი და კვარტალის განმავლობაში მინიჭებული რიგითი ნომერი უფლებამოსილი ორგანოების მიერ უნდა დაფიქსირდეს რეგისტრაციის ჟურნალში).

2.12. რეკვიზიტში 9 „მყიდველი (გამყიდველი), მისი მისამართი, ტელეფონი“ მიეთითოს იმ ფორმის ან ორგანიზაციის სრული დასახელება და მისამართი,რომელიც ყიდის საქონელს.

გენერალური ნებართვის შესაბამის რეკვიზიტში იბეჭდება „განუსაზღვრელია“. 2.13. რეკვიზიტში 10 „მყიდველ-გამყიდველი ქვეყანა“ მიეთითოს მოკლე დასახელება ქვეყნისა, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება გამყიდველი. აგრეთვე მისი კოდი მსოფლიო ქვეყნის კლასიფიკაციით.

2.14. რეკვიზიტში 11 „ლიცენზიის მოქმედების ვადა“ აღინიშნოს განცხადების ლიცენზიის ვადის გასვლის თარიღი.

თარიღი უნდა აღინიშნოს შემდეგი სახით:

დდ.თთ.წწ.

დ-დღე (2 სიმბოლო)

თ-თვე (2 სიმბოლო)

წ-წელი (2 სიმბოლო)

სიმბოლოები ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილებით.

2.15. რეკვიზიტში 12 „ხელშეკრულების ხასიათი“ მიეთითოს საქმიანობის დასახელება და კოდი.

გენერალური ნებართვის შესაბამის რეკვიზიტში მიეთითოს „კონტრაქტის პირობების შესაბამისად“

2.16. რეკვიზიტში 13 „ანგარიშსწორების ვალუტა“ მიეთითოს ვალუტის დასახელება, კოდი შესაბამისად გენერალური ნებართვის შესაბამის რეკვიზიტში მიეთითოს „კონტრაქტის შესაბამისად“.

2.17. რეკვიზიტი 14 განცხადების ბლანკზე არ ივსება. რეკვიზიტის მონაცემები იწერება განცხადების დანართში, რომლის ფორმაც მოცემულია ამ ინსტრუქციის №2 ცხრილში და რომელიც მოიცავს შემდეგ პოზიციებს:

1. რიგითი №

2. სამკურნალო საშუალებების დასახელება, მათი ფორმა, დოზირება, შეფუთვა (ერთობლივი საწარმოებისათვის) და საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება (საზღვარგარეთის ფირმებისათვის)

3. ქვეყანა, ფირმა, რომლის პრეპარატიც რეგისტრირებულია საქართველოში.

4. სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი საზღვარგარეთული სამკურნალო საშუალებებისათვის და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი სამამულო სამკურნალო საშუალებებისათვის.

5. ათვლის ერთეული

6. რაოდენობა.

7. ღირებულება (აშშ დოლარი).

8. თანხა (აშშ დოლარი).

9. შენიშვნა (განმცხადებლის მიერ არ ივსება).

2.18. რეკვიზიტში 15 „საქონლის კოდი“ მიეთითოს საქონლის კოდი სასაქონლო კლასიფიკატორის მიხედვით.

2.19. რეკვიზიტში 16 „საზომი ერთეული“ მიეთითოს ათვლის ერთეულის მოკლე დასახელება და კოდი მართვის ავტომატიზებულ სისტემაში გამოყენებული ათვლის ერთეულის აღნიშვნის სისტემის კლასიფიკატორის მიხედვით.

2.20. რეკვიზიტში 17 „ რაოდენობა“ მიეთითოს საქონლის რაოდენობა, რეკვიზიტში 16 აღნიშნული ათვლის ერთეულით.

2.21. რეკვიზიტში 18 განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისათვის და ამ მომენტისათვის არ შეივსება.

2.22. რეკვიზიტში 19 „ღირებულება“ აღინიშნოს საქონლის ღირებულება აშშ დოლარებში ან ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის კომერციული კურსის მიხედვით (განცხადების შეტანის მომენტისათვის).

2.23. რეკვიზიტში 20 „ნებართვის გაცემის საფუძვლები“ აღინიშნოს საქონლის იმპორტის საფუძველი (საქონლის შემოტანა).

2.24. რეკვიზიტში 21 „ს.გ.მ. თანამდებობა, განმცხადებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი, თარიღი“ მიეთითოს სახელი გვარი, მამის სახელი, თანამდებობა და დამოწმდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელისმოწერითა და ბეჭდით.

თარიღი აღინიშნოს შემდეგნაირად:

დდ.თთ.წწ. სადაც

დ-დღე (2 სიმბოლო)

თ-თვე (2 სიმბოლო)

წ-წელი( 2 სიბმოლო)

სიმბოლოები ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილებით.

2.25. რეკვიზიტში 22 ჩაიწეროს ს.გ.მ. თანამდებობა იმ სამინისტროს, უწყების წარმომადგენლისა, რომელსაც აქვს ნებართვის გაცემის უფლება, დამოწმდება ხელმოწერითა და ბეჭდით.

3. „სამკურნალო საშუალებების იმპორტზე განცხადების“ წარმოდგენის წესი

გაფორმებული განცხადება იგზავნება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში სამ ეგზემპლარად, შესაბამისი საბუთის თანდართვით.

4. „სამკურნალო საშუალებათა იმპორტზე ნებართვის“ გაფორმების წესი

4.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ნებართვის გაცემისას ავსებს საბუთის რეკვიზიტებს: 8,22,23,24.

4.2. რეკვიზიტში 8 „ნებართვა №“ მიეთითოს ნებართვის დამტკიცების თარიღი და ნომერი.

ნებართვის ნომერი შეიცავს ცხრა ციფრს შემდეგნაირად:

პირველი ორი ციფრი – დღე

მესამე და მეოთხე ციფრები – თვე

მეხუთე ციფრი – წლის ბოლო ციფრი

მეექვსე-მეცხრე ციფრები კვატალის განმავლობაში ნებართვის რიგითი ნომერი.

4.3. რეკვიზიტში 23 აღინიშნოს ს.გ.მ. თანამდებობა, თარიღი და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ხელმოწერა ბეჭედი.

4.4. რეკვიზიტში 24 „ნებართვის განსაკუთრებული პირობები“ აღინიშნოს განსაკუთრებული პირობები, თუკი ასეთი დადგენილია სამინისტროს, უწყების, ხელისუფლების მიერ.

4.5. ნებართვის ავტომატიზებული გაფორმებისას 21 და 22 რეკვიზიტში (აუცილებლობისას) აღინიშნოს რეკვიზიტზე ხელმომწერის გ.ს.მ, თანამდებობა,თარიღი, და ჩაიწეროს, რომ ხელისმოწერა და ბეჭედი არსებობს.

5. ნებართვის გაცემის წესი

5.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განმცხადებელს აძლევს ნებართვის ორიგინალის 2 ეგზემპლიარს.

5.2. გაფორმებული ნებართვა ეძლევა განმცხადებლის წარმომადგენელს შესაბამისი მინდობილობის, ნებართვის რეგისტრაციის ჟურნალში ხელის მოწერის, ცალკეული ნებართვის ღირებულების საგადასახადო საბუთების მიღების შემდეგ.

5.3. ყოველი შესწორება ნებართვაში მტკიცდება ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

5.4. ნებართვის გადაცემა შესასრულებლად სხვა სამეურნეო-მოღვაწე სუბიექტებისათვის დაუშვებელია.

6. ნებართვის დაგზავნის წესი

6.1. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მქონე საქონელი გადაადგილდება რამდენიმე საბაჟო დაწესებულების გავლით, ნებართვის ორიგინალი ერთი ასლით იგზავნება იმ საბაჟო დაწესებულებაში, რომელსაც ამ საქონლის დიდი პარტია გაივლის, ხოლო სხვა დანარჩენ საბაჟოებში იგზავნება ნებართვის ორი ასლი.ნებართვის ყოველი ასლი მოწმდება ორგანიზაციის ბეჭდით და ხელმძღვანელის ერთ - ერთი მოადგილის ხელმოწერით.

6.2. განმცხადებელი (ტვირთის გამგზავნი) საქონლის დატვირთვისას უზრუნველყოფს მას თანმხლები საბუთებით.

6.3. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

6.4. ნებართვა ძალადაკარგულად ჩაითვლება მისი მოქმედების ვადის გასვლის ან გამოყენების შემთხვევაში.

დებულება

 საქართველოში სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესს, რის საფუძველსაც წარმოადგენს ხელშეკრულებაში მითითებულ ნაკეთობათა სია.

2. აღნიშნული წესი ვრცელდება სამეურნეო საქმიანობის ყველა სუბიექტზე, რომელიც დასაქმებულია სამედიცინო საქონლის იმპორტით, მათი საკუთრების ფორმის, დაქვემდებარებისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამეურნეო საქმიანობის სუბიექტისათვის იმპორტის ნებართვის გაცემა ხორციელდება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების თანდართული ნუსხის შესაბამისად.

გაცემული ნებართვა არ უნდა მიეცეს სხვა იურიდიულ პირს.

4. ნებართვის გაცემის აუცილებელი პირობაა:

1) ლიცენზია, რომელიც მოცემულ ორგანიზაციას აძლევს სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა ბითუმად რეალიზაციის უფლებას (ლიცენზია საბითუმო მოვაჭრეთა შესახებ).

2) წესდება, სადაც მითითებულია საქმიანობის სახეები, რომელთა განხორციელებისათვის პასუხს აგებს განმცხადებელი.

3) ხელმოწერილი ან პარაფირებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების ძირითადი პირობების შეცვლისას ნებართვა ხელახლა უნდა გაფორმდეს.

სამეურნეო საქმიანობის სუბიექტის მიერ საზღვარგარეთელ მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულება ბითუმად მოვაჭრეთა ლიცენზიის გარეშე არ წარმოადგენს სამედიცინო ტექნიკურ-ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის გაცემის საფუძველს.

სამედიცინო საქონლის იმპორტის ნებართვის გაცემაზე დადგენილია ერთჯერადი გადასახადის განსაზღვრული თანხა.

5. ნებართვა ფორმდება განცხადების საფუძველზე, რომელიც ივსება ტიპურ ბლანკზე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად.

ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი საბუთების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს დადგენილი წესით. განმცხადებელს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აძლევს გენერალურ ან ერთჯერად ნებართვას.

6. ნებართვა ფორმდება ცალ-ცალკე სამედიცინო საქონლის ყველა სახეზე, რომელიც შეტანილია ხელშეკრულებაში, მისი რაოდენობის დასახელების მიუხედავად.

გენერალური ნებართვა ფორმდება სახელმწიფო საჭიროებისათვის სამედიცინო- ტექნიკურ ნაკეთობათა მოწოდების მიზნით ერთი კალენდარული წლის ვადით, იმპორტის ოპერაციის ჩასატარებლად. გენერალური ნებართვით იმპორტის ოპერაციები შეიძლება შესრულდეს რამდენიმე ხელშეკრულებით.

ერთჯერადი ნებართვა ფორმდება 12 თვემდე ვადით იმპორტის ოპერაციის შესასრულებლად თითოეული ხელშეკრულების საფუძველზე.

მაძიებლის მოტივირებული თხოვნით ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს. ნებართვის გაგრძელებაზე დასტური ფორმდება წერილობით.

7. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს არა უგვიანეს 25 დღისა განცხადების შეტანის დღიდან.

8. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია: განცხადების არასწორი გაფორმება, ხელშეკრულებაზე არასწორი მონაცემის შეტყობინება, დემპინგური ფასები ან კონტრაქტის სხვა პირობები, რომლებიც ზარალს აყენებენ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა უნდა იყოს მოტივირებული და ეცნობოს განმცხადებელს წერილობით.

9. საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის გაფორმების შემდეგ.

10. თუ აღნიშნული დებულების რომელიმე პუნქტი დაირღვა ან შეიქმნა იმის პირობა, რომ დაზარალდეს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკის ინტერესები ან საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააბათილოს გაცემული ნებართვა.

11. სამეურნეო სუბიექტები აღნიშნული დებულების დარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის წინაშე.

12. ჰუმანიტარული დახმარების გზით სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა შემოზიდვა ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას.

13. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე საბაჟო დეპარტამენტს უფლება არა აქვს გასცეს იმპორტისას ტვირთის გაცემის ნებართვა.

14. სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის წარმოება ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ.

საქართველოში სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულების დანართი  ნუსხა

სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა ჩამონათვალი რომელთა იმპორტი ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნებართვითნ (საგარეოეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით)

8419 20 000 – სტერილიზატორები :სამედიცინო,ქირურგიული და

ლაბორატორიული;

8423 10 – სასწორები ადამიანების ასაწონად, ჩვილ ბავშვთა ჩათვლით;

8423 10 900 – სხვა;

9001 40 100 – ლინზები სათვალეებისათვის, მინისაგან დამუშავებული ორივე მხრიდან, მხედველობის კორექციისათვის;

9001 30 100 – ლინზები სათვალეებისათვის, სხვა მასალებისაგან, დამუშავებული ორივე მხრიდან, მხედველობის კორექციისათვის;

9001 30 000 – კონტაქტური ლინზები (გარდა კოსმეტიკურისა);

9006 30 000 – ფოტოკამერები შინაგანი ორგანოების სამედიცინო

გამოკვლევებისათვის; ფოტოკამერები, ობიექტების

პარალელური გადაღებისათვის, გამოყენებული

სასამართლო მედიცინაში და კრიმინალისტიკაში;

9018 - ხელსაწყოები და მოწყობილობები, გამოყენებული

მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში და

ვეტერინარიაში (სცინტიგრაფიული აპარატურის

ჩათვლით), აპარატურა ელექტროსამედიცინო; სხვა

ხელსაწყოები მხედველობის გამოსაკვლევად;

– ელექტროდიაგნოსტიკური აპარატურა

(ფუნქციონალური დიაგნოსტიკური გამოკვლევების

ან ფიზიოლოგიური პარამეტრების კონტროლის

აპარატურის ჩათვლით);

9018 11 000 - ელექტროკარდიოგრაფები;

9018 19 000 - სხვა;

9018 20 000 - აპარატურა, დაფუძნებული ულტრაიისფერი და

ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენებაზე;

– შპრიცები, ნემსები, კათეტერები, კანიულები

და ანალოგიური ინსტრუმენტები;

9018 31 - შპრიცები ნემსებით ან უნემსოდ;

9018 31 100 - პლასტმასისაგან;

9018 31 900 - სხვა;

9018 32 - ნემსები მილისებური მეტალის და ნაკერების

დასადები ნემსები;

9018 32 100 - ნემსები მილისებური მეტალის;

9018 32 900 - ნაკერების დასადები ნემსები;

9018 39 000 - სხვა;

9018 41 000 - საბურღი მანქანები, თავსებადი ან არათავსებადი

სხვა სტომატოლოგიურ მოწყობილობებთან ერთ

საფუძველზე;

9018 49 000 - სხვა;

9018 50 - ხელსაწყოები და მოწყობილობები

ოფთალმოლოგიური სხვა;

9018 50 100 - არაოპტიკური;

9018 50 900 - ოპტიკური;

9018 90 - სხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები;

9018 90 100 - ხელსაწყოები და მოწყობილობები სისხლის

წნევის გასაზომად;

9018 90 200 - ენდოსკოპები;

9018 90 300 - ჰემოდიალიზის მოწყობილობები (ხელოვნური

თირკმელი, ხელოვნური თირკმლის მომსახურე

მოწყობილობები, დიალიზატორები);

– დიათერმული მოწყობილობები;

9018 90 410 - ულტრაბგერითი;

9018 90 490 - სხვა;

9018 90 500 - სისხლის გადასხმის მოწყობილობები;

9018 90 600 - სანარკოზე მოწყობილობები და აღჭურვილობა;

9018 90 900 - სხვა;

9019 ოზონის, ჟანგბადის, და აეროზოლის თერაპიის,

ხელოვნური სუნთქვის აპარატურა და სხვა

თერაპიული აპარატურა სუნთქვის დარღვევების

მკურნალობისათვის;

9019 10 100 - აღჭურვილობა ელექტრული ვიბრომასაჟური;

9019 10 900 - სხვა;

9019 20 000 - ოზონის, ჟანგბადის და აეროზოლის თერაპიის,

ხელოვნური სუნთქვის აპარატურა და სხვა

თერაპიული აპარატურა სუნთქვის დარღვევების

მკურნალობისათვის;

9021 – სხეულის ხელოვნური ნაწილები; სმენის აპარატები

და სხვა დამხმარე საშუალებები,რომლებსაც თან

ატარებენ ან ინპლატირებული არიან სხეულში

ორგანოს განუვითარებლობის კომპენსაციისათვის

ან მისი დაკარგვის დროს;

9021 19 100 - ორთოპედიული ხელსაწყოები;

9021 30 - სხეულის ხელოვნური ნაწილები, სხვა;

9021 30 100 - თვალის პროთეზები;

9021 30 900 - სხვა;

9021 40 000 - სმენის აპარატები, გარდა ნაწილებისა და

დამხმარე საშუალებებისა;

9021 50 000 - კარდიოსტიმულატორები, გარდა ნაწილებისა და

დამხმარე საშუალებებისა;

9021 90 - სხვა;

9021 90 100 - ნაწილების და დამხმარე საშუალებები სასმენი

აპარატებისათვის;

9021 90 900 - სხვა;

9022 – აპარატურა, დაფუძნებული რენტგენული, ალფა,ბეტა

და გამა გამოსხივების გამოყენებაზე, რომელიც

განკუთვნილია ან არ არის განკუთვნილი

სამედიცინო,ქირურგიული, სტომატოლოგიური და

ვეტერინარული გამოყენებისათვის (რომელიც

შეიცავს აპარატურას რენტგონოლოგიური და

რადიოთერაპიული გამოკვლევებისათვის,რენტგენის

მილები და სხვა რენტგენული გენერატორები, მაღალი ძაბვის გენერატორები,

ფარები და მართვის პულტები,ეკრანები,მაგიდები,

სავარძლები და სხვა გამოკვლევისა და

მკურნალობის საშუალებები):

- აპარატურა, რომელიც დაფუძნებულია რენტგენული

გამოსხივების მოქმედებაზე,რომელლიც განკუთვნილია

ან არ არის განკუთვნილი სამედიცინო ქირურგიული

და ვეტერინარული გამოყენებისათვის (რომელიც

შეიცავს აპარატურას რენტგენოგრაფიული და

რადიოთერაპიული გამოკვლევებისათვის);

9022 11 000 –აპარატურა სამედიცინო, ქირურგიული სტომატოლოგიური:

9022 19 000 - სხვა:

აპარატურა, რომელიც დაფუძნებულია ალფა-ბეტა

და გამა გამოსხივებაზე (მათ შორის სამედიცინო,

ქირურგიული, სტომატოლოგიური და ვეტერინარული,

რომელშიც შედის აპარატურა რენტგენოგრაფიული

და რადიოთერაპიული გამოკვლევებისათვის)

9022 21 000 - აპარატურა სამედიცინო, ქირურგიული

სტომატოლოგიური;

9022 29 000 - სხვა;

9022 30 000 - რენტგენის მილები;

9022 90 - სხვა, რომელშიც შედის ნაწილები;

9022 90 100 - რენტგენული ლუმინესცენციური ეკრანები და

რენტგენული გამაძლიერებელი ეკრანები;ეკრანები

და ბადეები გაფანტვის საწინააღმდეგოდ;

9022 90 900 - სხვა;

9025 11 910 - საავადმყოფო ან ვეტერინარული თერმომეტრები.

ინსტრუქცია

 სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს „სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტისა შესახებ განცხადების“ და „სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის“ საბუთების გაფორმების წესს დანართში მოცემულ „განცხადება-ნებართვის“ საბუთის ტიპობრივი უნიფიცირებული ფორმის საფუძველზე, აგრეთვე საქართველოში სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის წესს.

1. ზოგადი მოთხოვნები

1.1. ნებართვის გაცემას ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

1.2. განცხადების ბლანკები და ეს ინსტრუქცია ვრცელდება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციის ცენტრთან და ამავე სამინისტროს სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების კომიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

1.3. განმცხადებელი დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს „განცხადება-ნებართვის“ შევსებულ ბლანკს და შესაბამის საბუთებს სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტის ნებართვის გაცემის დებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.

1.4. „განცხადება-ნებართვის“ საბუთის ტიპობრივი უნიფიცირებული ფორმის რეკვიზიტების ნუსხა მოცემულია ინსტრუქციის 1 ცხრილში; ცხრილში რეკვიზიტები აღნიშნულია „+“ და „-“ -ით. „+“ ნიშნავს, რომ მოცემული რეკვიზიტი ივსება საბუთის გაფორმებისას. ნიშანი „-“ ნიშნავს, რომ რეკვიზიტი მოცემული საბუთის გაფორმებისას არ ივსება.

2. განცხადების გაფორმების წესი

2.1. განცხადება (საბუთის ფორმა „განცხადება-ნებართვა“) ივსება უცილობლად საბეჭდი მანქანით ან კომპიუტერული წესით, საბუთის ფორმის შესაბამისად. შესწორება საბუთებში არ დაიშვება. სიტყვების შემოკლება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებს.

2.2. ტიპობრივი ფორმის განცხადების შევსებისას საჭიროა ვისარგებლოთ ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაციის კლასიფიკატორით, მოცემული რეკვიზიტების დასახელებით და კოდებით.

2.3. რეკვიზიტების კოდი განთავსდეს რეკვიზიტისაგან მარჯვნივ, მკაცრად განსაზღვრულ ადგილას, რომლის საზღვარი აღინიშნოს ნიშნით „1“.

2.4. განცხადების გაფორმებისას ორგანიზაცია-განმცხადებელი ავსებს რეკვიზიტებს 1,2,3,4,5,6,7,9,10,11,12,13,14,15,16,17,19,20,21.

2.5. რეკვიზიტში 1 „ორგანიზაცია-განმცხადებელი, მისი მისამართი“ მიეთითოს ორგანიზაციის სრული დასახელება, მისი საფოსტო მისამართი რეგიონის მითითებით, ტელეფონი (ფაქსი, ტელეტაიპი) და კოდი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კლასიფიკატორის მიხედვით.

2.6. რეკვიზიტში 2 „რეგისტრაციის N“ მიეთითოს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ განმცხადებლისათვის საგარეო-ეკონომიკურ კავშირურთიერთობაში მონაწილეობის რეგისტრაციის წესის შესაბამისად მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის თარიღი. იგი აღინიშნება შემდეგი წესით:

დდ.თთ.წწ. სადაც

დ-დღე (2 სიმბოლო)

თ-თვე (2 სიმბოლო)

წ-წელი (2 სიმბოლო)

სიმბოლოები გამოიყოფა წერტილებით.

2.7. რეკვიზიტში 3 „საქონლის მწარმოებელ-მომხმარებელი“ მიეთითოს საქონლის მომხმარებლის (იმპორტის დროს) ზუსტი სახელწოდება, საფოსტო მისამართი და კოდი საწარმოებისა და ორგანიზაციების კლასიფიკატორის მიხედვით.

2.8. რეკვიზიტში 4 „დანიშნულება ქვეყანა“ მიეთითოს იმ ქვეყნის დასახელება, სადაც იგზავნება საქონელი და მისი ციფრული კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის მიხედვით.

გენერალური ნებართვისათვის,რომლითაც იმპორტი განხორციელდება რამდენიმე ქვეყნიდან, რეკვიზიტში 5 მიეთითოს „განუსაზღვრელია“.

2.9. რეკვიზიტში 5 „წარმოშობის ქვყანა“ მიეთითოს იმ ქვეყნის დასახელება,სადაც აწარმოეს პროდუქტი და, შესაბამისად, მისი კოდი – მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკატორის მიხედვით.

2.10. რეკვიზიტში 6 „საბაჟო“ მიეთითოს საბაჟოს სახელწოდება,რომელსაც წარუდგენენ ნებართვის ორიგინალს და კოდი, საბაჟო დაწესებულებების კლასიფიკატორის მიხედვით.

შენიშვნა: თუ რეკვიზიტი 6 – „საბაჟო“ არ არის შევსებული ორგანიზაცია – განმცხადებლის მიერ, მაშინ საქონელი საბაჟო გაფორმებისა თვის არ მიიღება.

2.11. რეკვიზიტში 7 „სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტზე განმცხადებლის N “ მიეთითოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადების ნომერი და თარიღი. თარიღი მიეთითოს შემდეგნაირად:

დდ.თთ.წწ. სადაც

 დ-დღე (2 სიმბოლო)

თ-თვე (2 სიმბოლო)

წ-წელი (2 სიმბოლო)

სიმბოლოები ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილებით.

(განცხადების შემოსვლის თარიღი და კვარტალის განმავლობაში მინიჭებული რიგითი ნომერი უფლებამოსილი ორგანოების მიერ უნდა დაფიქსირდეს რეგისტრაციის ჟურნალში).

2.12. რეკვიზიტში 9 „მყიდველი (გამყიდველი), მისი მისამართი, ტელეფონი“ მიეთითოს იმ ფირმის ან ორგანიზაციის სრული დასახელება და მისამართი,რომელიც ყიდის საქონელს (იმპორტისას).

გენერალური ნებართვის შესაბამის რეკვიზიტში იბეჭდება „განუსაზღვრელია“. 2.13. რეკვიზიტში 10 „მყიდველი (გამყიდველი) ქვეყანა“ მიეთითოს მოკლე დასახელება ქვეყნისა, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება საქონლის გამყიდველი (იმპორტისას), აგრეთვე მისი კოდი მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკაციით.

2.14. რეკვიზიტში 11 „ნებართვის მოქმედების ვადა“ აღინიშნოს განცხადების ნებართვის ვადის გასვლის თარიღი.

თარიღი უნდა აღინიშნოს შემდეგი სახით:

დდ.თთ.წწ.

დ-დღე (2 სიმბოლო)

თ-თვე (2 სიმბოლო)

წ-წელი (2 სიმბოლო)

სიმბოლოები ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილებით.

2.15. რეკვიზიტში 12 „ხელშეკრულების ხასიათი“ მიეთითოს საქმიანობის დასახელება და კოდი.

გენერალური ნებართვის შესაბამის რეკვიზიტში მიეთითოს „კონტრაქტის პირობების შესაბამისად.“

2.16. რეკვიზიტში 13 „ანგარიშსწორების ვალუტა“ მიეთითოს ვალუტის დასახელება, კოდი. შესაბამისად გენერალური ნებართვის შესაბამის რეკვიზიტში მიეთითოს „კონტრაქტის შესაბამისად“.

2.17. რეკვიზიტი 14 განცხადების ბლანკზე არ ივსება. რეკვიზიტის მონაცემები იწერება განცხადების დანართში, რომლის ფორმაც მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის №2 ცხრილში და რომელიც მოიცავს შემდეგ პოზიციებს:

1. რიგითი №

2. სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობის დასახელება, ტიპი, მოდელი.

3. ქვეყანა, ფირმა, რომლის სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობაც რეგისტრირებულია საქართველოში.

4. სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი საზღვარგარეთული სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობისათვის და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი სამამულო სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობისათვის.

5. ათვლის ერთეული.

6. რაოდენობა.

7. ღირებულება (აშშ დოლარი).

8. თანხა (აშშ დოლარი).

9. შენიშვნა (განმცხადებლის მიერ არ ივსება)

2.18. რეკვიზიტში 15 „საქონლის კოდი“ მიეთითოს საქონლის კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით.

2.19. რეკვიზიტში 16 „საზომი ერთეული“ მიეთითოს ათვლის ერთეულის მოკლე დასახელება და კოდი მართვის ავტომატიზებულ სისტემაში გამოყენებული ათვლის ერთეულის აღნიშვნის სისტემის კლასიფიკატორის მიხედვით.

2.20. რეკვიზიტში 17 „რაოდენობა“ მიეთითოს საქონლის რაოდენობა, რეკვიზიტში 16 აღნიშნული ათვლის ერთეულით.

2.21. რეკვიზიტი 18 განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისათვის და ამ მომენტისათვის არ შეივსება.

2.22. რეკვიზიტში 19 „ღირებულება“ აღინიშნოს საქონლის ღირებულება აშშ დოლარებში ან ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის კომერციული კურსის მიხედვით (განცხადების შეტანის მომენტისათვის).

2.23. რეკვიზიტში 20 „ნებართვის გაცემის საფუძვლები“ აღინიშნოს საქონლის იმპორტის საფუძველი (საქონლის შემოტანა).

2.24. რეკვიზიტში 21 „ს.გ.მ. თანამდებობა, განმცხადებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი, თარიღი“ მიეთითოს სახელი, გვარი, მამის სახელი, თანამდებობა და დამოწმდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.

თარიღი აღინიშნოს შემდეგნაირად:

დდ.თთ.წწ. სადაც

დ-დღე (2 სიმბოლო)

თ-თვე (2 სიმბოლო)

წ-წელი (2 სიმბოლო)

სიმბოლოები ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილებით.

2.25. რეკვიზიტში 22 ჩაიწეროს ს.გ.მ. თანამდებობა იმ სამინისტროს, უწყების წარმომადგენლისა, რომელსაც აქვს ნებართვის გაცემის უფლება,დამოწმდეს ხელმოწერითა და ბეჭდით.

3. „სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტზე განცხადების"

წარმოდგენის წესი

გაფორმებული განცხადება იგზავნება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში სამ ეგზემპლარად შესაბამისი საბუთების თანდართვით.

4. „სამედიცინო-ტექნიკურ ნაკეთობათა იმპორტზე განცხადების"

გაფორმების წესი

4.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ნებართვის გაცემისას ავსებს საბუთის რეკვიზიტებს: 8,22,23,24.

4.2. რეკვიზიტში 8 „ნებართვა №“ მიეთითოს ნებართვის დამტკიცების თარიღი და ნომერი.

ნებართვის ნომერი შეიცავს ცხრა ციფრს შემდეგნაირად:

პირველი ორი ციფრი - დღე.

მესამე და მეოთხე ციფრები - თვე.

მეხუთე ციფრი - წლის ბოლო ციფრი.

მეექვსე-მეცხრე ციფრები კვარტალის განმავლობაში ნებართვის რიგითი ნომერი.

4.3. რეკვიზიტში 23 აღინიშნოს ს.გ.მ. თანამდებობა, თარიღი და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ხელმოწერა და ბეჭედი.

 4.4. რეკვიზიტში 24 „ნებართვის განსაკუთრებული პირობები“ აღინიშნოს განსაკუთრებული პირობები, თუკი ასეთი დადგენილია სამინისტროს, უწყების, ხელისუფლების მიერ.

4.5. ნებართვის ავტომატიზებული გაფორმებისას 21 და 22 რეკვიზიტში (აუცილებლობისას) აღინიშნოს რეკვიზიტზე ხელმომწერის „გ.ს.მ. თანამდებობა, თარიღი, და ჩაიწეროს, რომ ხელმოწერა და ბეჭედი არსებობს".

5. ნებართვის გაცემის წესი

5.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განმცხადებელს აძლევს ორიგინალის 2 ეგზემპლარს.

5.2. გაფორმებული ნებართვა ეძლევა განმცხადებლის წარმომადგენელს შესაბამისი მინდობილობის, ნებართვის რეგისტრაციის ჟურნალში ხელის მოწერის, ცალკეული ნებართვის ღირებულების საგადასახადო საბუთების მიღების შემდეგ.

5.3. ყოველი შესწორება ნებართვაში მტკიცდება ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

5.4. ნებართვის გადაცემა შესასრულებლად სხვა სამეურნეო სუბიექტებისათვის არ შეიძლება.

6. ნებართვის დაგზავნის წესი

6.1. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მქონე საქონელი გადაადგილდება რამდენიმე საბაჟო დაწესებულების გავლით, ნებართვის ორიგინალი ერთი ასლით იგზავნება იმ საბაჟო დაწესებულებაში, რომელსაც ამ საქონლის დიდი პარტია გაივლის, ხოლო სხვა დანარჩენ საბაჟოებში იგზავნება ნებართვის ორი ასლი. ნებართვის ყოველი ასლი მოწმდება ორგანიზაციის ბეჭდით და ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილის ხელმოწერით.

6.2. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

6.3. ნებართვა ძალადაკარგულად ჩაითვლება მისი მოქმედების ვადის გასვლის ან გამოყენების შემთხვევაში.