საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 ნოემბრის №448 ბრძანებულების გაუქმების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 ნოემბრის №448 ბრძანებულების გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
389
14/06/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996
010.240.020.05.002.000.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 ნოემბრის №448 ბრძანებულების გაუქმების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/06/1996 - 07/07/1996)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №389

1996 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 1 ნოემბრის №448 ბრძანებულების გაუქმების შესახებ

იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბემმა“ უსახსრობის გამო ვერ უზრუნველყო მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ვ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის მშენებლობის გაგრძელება:

1. დაკმაყოფილდეს თეატრის მიღწევათა კავშირისა და შპს „ბემის“ თხოვნა და გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 ნოემბრის 448 ბრძანებულება „ვ. აბაშიძის სახელობის მშენებარე მუსიკალური თეატრის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბემისათვის“ გადაცემის შესახებ“.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ. იაკობიძე) თეატრის მშენებლობის გასაგრძელებლად თეატრის დირექციის მშენებლობის სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლებიდან ყოველთვიურად 50-70 ათასი ლარი.

3. თეატრის მშენებლობის გაგრძელების ორგანიზაციულ-სამეურნეო საკითხების მოგვარების მიზნით, თეატრის დირექციისა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირაკლი ანდრიაძის ხელმძღვანელობით.

4. ასოციაცია „თბილმშენმა“ თეატრის მშენებლობის ერთ ჭერქვეშ მოქცევის მიზნით, 1996 წლის სექტემბრის ბოლომდე შეასრულოს თეატრის ფოიეს კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობის სამუშაოები.

5. დაევალოს თეატრის მშენებლობის სამუშაო ჯგუფს (ი. ანდრიაძე) 1996 წლის სეტემბრის ბოლოსათვის შეიმუშაოს და მთავრობის დონეზე განსახილველად წარმოადგინოს თეატრის მშენებლობის გაგრძელების პროგრამა.

ე. შევარდნაძე.