საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, VI, 28/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.000.
386
14/06/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, VI, 28/06/1996
010.330.000.05.002.000.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №386

1996 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ

განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედთა დადგენა-დაკავებაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები:

გოჩა ერისთავი უფროსი ლეიტენანტი, შიდა ქართლის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი;

ჯემალ ზოიძე   ვიცე-პოლკოვნიკი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი;

დავით ვეკუა მაიორი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;

მალხაზ ჟღენტი ვიცე-პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი;

სერგო ფერცულიანი ვიცე-პოლკოვნიკი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;

სერგო ხაბეიშვილი ლეიტენანტი, ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მერვე განყოფილების ძებნის ინსპექტორი.

ე. შევარდნაძე