დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 97 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/10/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 29/10/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.040.10.003.000.096 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №97
2004 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის საფუძველზე „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით:
1. ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრები, რომლებიც ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებში ჩარიცხვას, განაწილდეს შემდეგი თანაფარდობით:
ქონება დაქვემდებარების მიხედვით | პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების განაწილება (პროცენტობით) | ||
სახელმწიფო ბიუჯეტი | საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები | ||
პრივატიზებული ქონება |
|
|
|
საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონება |
100 |
|
|
საქართველოს სახელმწიფო ქონება | 65 | 35 |
|
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული ქონება |
|
100 |
|
იჯარით გაცემული ქონება |
|
|
|
საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონება |
100 |
|
|
საქართველოს სახელმწიფო ქონება, კერძოდ, სახელმწიფო მიწა და მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონება |
65 |
35 |
|
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული ქონება და მიწა |
|
100 |
|
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ერთ თვეში დაადგინოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სახელმწიფო ქონების ნუსხა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
დოკუმენტის კომენტარები