საქართელოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საწარმოთა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართელოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საწარმოთა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.000.
  • Word
366
06/06/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996
120.340.000.05.002.000.
საქართელოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საწარმოთა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №366

1996 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საწარმოთა ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დამხმარე მეურნეობათა ქსელის შექმნისა და მისი ყველა სახის კონტინგენტის სურსათით მომარაგების უზრუნველსაყოფად მიღებულ „საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლის ფორმირებისა და ფუნქციონირების კომპლექსურ პრობლემათა გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 7 მაისის №10 დადგენილებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 ოქტომბრის №16-ს განკარგულების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სამეურნეო ორგანიზაციები, თანახმად №1 დანართისა*. აღნიშნული ორგანიზაციები დაუბრუნდეს შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს.

2.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩეს ორგანიზაციები თანახმად №2 დანართისა*.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ.ნადიბაიძე) მის დაქვემდებარებაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო, გადამმუშავებელი და სხვა ობიექტების ხელმძღვანელობისათვის შექმნილი სოფლის მეურნეობის სამსახურის დაკომპლექტებისას გაითვალისწინოს სამხედრო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო ბიუროს ყოფილი აგროსამრეწველო კომპლექსის მუშაკთა შრომითი მოწყობა.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ.ნადიბაიძე) და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) ყოველწლიურად განსაზღვრონ თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემული სასოფლო-სამეურნეო და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოების მიერ პროდუქციის წარმოების ოპტიმალური შესაძლებლობანი საჯარისო ფორმირებების სურსათით მომარაგების ფონდებში გასათვალისწინებლად.

5. ჯანდარის ტბის თევზის მეურნეობა დარჩეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გამგებლობაში და სასურსათო თევზით ძირითადად უზრუნველყოს საქართველოს სამხედრო ძალები თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა), სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე) და თავდაცვის სამინისტრომ (ვ.ნადიბაიძე) ერთ თვეში მოახდინონ საწარმოთა მიღება-ჩაბარება არსებული წესის მიხედვით.

ე. შევარდნაძე