დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 29/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.10.003.000.095 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №96
2004 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ,,მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 11 ერთეულით.“.
2. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აპარატის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.“.
3. დებულების პირველ მუხლს დაემატოს 31 და 32 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,31. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
32. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.“.
4. დამტკიცდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1. | აპარატის უფროსი | 1 | 370 |
| 2. | მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე) | 2 | 240 |
| 3. | მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი) | 1 | 240 |
| 4. | მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის და კოორდინაციის განყოფილების უფროსი | 1 | 350 |
| 5. | მთავარი სპეციალისტი | 3 | 240 |
| 6. | საინვესტიციო პოლიტიკის და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი | 1 | 350 |
| 7. | მთავარი სპეციალისტი | 2 | 240 |
|
| სულ | 11 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები