"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 11/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.117.016020
  • Word
40
04/11/2010
სსმ, 49, 11/11/2010
190040000.35.117.016020
"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №40

2010 წლის 4 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს     2010 წლის 15 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №27 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის შესაბამისად.“.

2. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                კ. ფარჯანაძე