დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 08/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.22.030.016002 |
საქართველოს საგარეო საქმეთ ა მინისტრის
ბრძანება №246
2010 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის № 206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.10.2007წ., №140, მუხ. 1553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლებთან და წყვეტს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობას;“.
2. მე-5 მუხლ ის მე-3 პუნქტის „ლ1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ1 ) გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლების შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მათი ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია წარმომადგენლობა;“.
3. მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 31 . წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრძანების გამოცემისთანავე უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ თ“ და „ ლ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრძანების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბრძანების გამოცემის მიზანი და საფუძველი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ . ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები