„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 08/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016032
  • Word
213
05/11/2010
სსმ, 144, 08/11/2010
040030000.22.027.016032
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №213

2010 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –­ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., № 13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის :

ა) პირველი პუნქტის „ზ“ და „ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ზ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის:

ზ.ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება და განხილვა;

ზ.ბ) პერსონალიზაცია ;

ზ.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

ზ1) ბიომეტრი ული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის:

ზ1 .ა) გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება;

ზ1 .ბ) პერსონალიზაცია ;

ზ1 .გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:

„ ზ2 ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;“;

გ ) 11 პუნქ ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11 . სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკის, ისანი- სამგორის, მთაწმინდა-კრწანისის, საბურთალოს, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, რუსთავის, გორის, ჭიათურის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ ზ.ბ“, „ზ 1.ბ“ და „ი3“ ქვეპუნქტებით ) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

დ ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 21 . სააგენტოს ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ ზ.ბ“ და „ზ 1.ბ“ ქვეპუნქტებით ) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

ე) 23 და მე-3 პუნქ ტები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1 “, “ვ”, „ზ2 “, „ი“, „ი1 “, „ი2 “ და „ კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“;

ზ) მე–-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ხელვაჩაურის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ზ.ბ“ და „ზ 1.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. მე-5 მუხლის 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი