დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შექმნის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/05/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.140.010.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№330
1996 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შექმნის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შექმნის, ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციებისა და ამოცანების განსაზღვრის, შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და გაეროს განვითარების პროგრამის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით დამუშავებული პროექტის „მიგრაციის მართვის პროგრამის“ განხორციელების მიზნით:
1. სახელმწიფო მართვის რეფორმის ერთიანი პროგრამის ფარგლებში შეიქმნას საქართველოს მიგრაციის პროცესების მართვის სისტემის შემუშავების სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე
ვალერიან ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სახელმწიფო კანცელარიის უფროსი
თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2. სახელმწიფო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად მოამზადოს საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სისტემის შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო და ორგანიზაციული ხასიათის წინადადებანი.
3. სახელმწიფო კომისიისათვის სათანადო წინადადებათა მოსამზადებელად და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ვალერიან ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სამუშაო ჯგუფის უფროსი
ვახტანგ გვარამია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ჯგუფის უფროსის მოადგილე
მალხაზ კაკაბაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჯგუფის უფროსის მოადგილე
ემზარ საბანაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჯგუფის უფროსის მოადგილე
თენგიზ აბულაძე – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ამირან გამყრელიძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე
თამაზ გუგუშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციული კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარე
კახაბერ საკანდელიძე – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის მოადგილე
ანდრო ღლონტი – სახელმწიფო კანცელარიის სოციალური სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების მოსახლეობის დასაქმების, სოციალური დაცვისა და ლტოლვილთა პრობლემების საკოორდინაციო ცენტრის უფროსი
ოთარ ყეინაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი შარვაშიძე – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ რეგულარულად წარმომიდგინოს გაწეული მუშაობის ანგარიში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები