„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 08/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016031
  • Word
212
05/11/2010
სსმ, 144, 08/11/2010
170040000.22.027.016031
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 212

2010 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიცის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების ეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ და დამატებები:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

10. სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის შესახებ დადგენილებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს ამ დადგენილების დედნის ელექტრონული ასლი (დასკანერებული რედაქცია).“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს ამ დადგენილების დედნის ელექტრონული ასლი (დასკანერებული რედაქცია).”.

3. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე“ ქვეპუნქტი:

ე) გარიგების ღირებულება.“.

4. 35-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის მიერ შესრულებულ სანოტარო მოქმედებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს დოკუმენტის (სანოტარო აქტის) დედნის ელექტრონული ასლი (დასკანერებული რედაქცია). ამ წესით უნდა შესრულდეს შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

ა) დოკუმენტის შენახვა (ცვლილება/გაუქმება);

ბ) საქორწინო ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

გ) რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

დ) საზღვაო პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

ე) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ვ) მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ზ) მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან (ცვლილება/გაუქმება);

თ) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ი) იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

კ) განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

ლ) სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

მ) სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმება (ცვლილება/გაუქმება);

ნ) სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების დამოწმება (ცვლილება/გაუქმება);

ო) სამკვიდრო მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

პ) სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ჟ) უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

რ) სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

ს) გასანაღდებლად ჩეკის წარდგენა და ჩეკის გაუნაღდებლობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ტ) თამასუქის პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

უ) სამკვიდროს მმართველის დანიშვნა (ცვლილება/გაუქმება);

ფ) დავალების ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება).“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი