დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3755-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 05/11/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300010000.05.001.016058 |
საქართველოს კანონი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. აღმასრულებელი დირექტორი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქსტატის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) წლის განმავლობაში სტატისტიკის სისტემაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ბ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 ოქტომბერი.
№3755–IIს
დოკუმენტის კომენტარები