მეფრინველეობაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

მეფრინველეობაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
სარეგისტრაციო კოდი 340.070.000.05.002.000.
323
19/05/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996
340.070.000.05.002.000.
მეფრინველეობაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №323

1996 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

მეფრინველეობაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში სანაშენე და სამრეწველო მეფრინველეობის ფაბრიკის კრიზისიდან გამოყვანისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინადადება შეთანხმებული ფინანსთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან და ჩამოეწეროთ საქართველოს მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის საწარმოებს 1996 წლის 1 მარტის მდგომარეობით მათზე რიცხული ბუნებრივი აირის, ელექტ ოენერგიის, წყლის, კომბინირებული საკვების დავალიანებები და მიეკუთვნოს ისინი სახელმწიფო შიდა ვალს დანართის თანახმად.

2. მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის საწარმოების აქციონირებისას (პრივატიზებისას) პირველ რიგში გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო შიდა ვალს მიკუთვნებული სახსრების დაფარვა.

3. აღნიშნულმა საწარმოებმა დასახონ და განახორციელონ ორგანიზაციულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ღონისძიებანი კრიზისის დაძლევის და საწარმო სიმძლავრეთა მაქსიმალური დატვირთვის უზრუნველსაყოფად.

4. წინუბნის მეფრინველეობის ფაბრიკას 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული ბიუჯეტის დავალიანება 40,6 ათასი ლარი გადაევადოს 1997 წლის 1 ივლისამდე.

5. მიღებული იქნეს ცნობად მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის პრეზიდენტის ა. წულაიას განცხადება, რომ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში 1996 წლის მეორე ნახევარში დამატებით შეტანილ იქნება 4 მლნ ლარი.

ე. შევარდნაძე


დანართი

1996 წლის 1 მარტის მდგომარეობის მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის საწარმოებზე რიცხული ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლის, კომბინირებული საკვების დავალიანებანი, რომლებიც ექვემდებარებიან ჩამოწერას და შიდა ვალზე მიკუთვნებას

(ლარი)

მეფრინველეობის

ფაბრიკების დასახელება

დავალიანება

1996 .

1 მარტის მდგომარებით სულ

კომბინირებული საკვები

მათ შორის

ელექტროენერგიის

წყლის

ბუნებრივი აირის

1. წინუბნის მეფრინველეობის ფაბრიკა

82093

73363

7600

1130

 

2. საცდელი ბაზა

200651

59387

90872

32194

18198

3. თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკა

230621

174618

55973

4. თბილისის მეფრინველეობის ფაბრიკა

169312

18500

15292

124360

11160

5. გამარჯვების კომბინირებული საკვების ქარხანა

21575

21575

6. კოდის მეფრინველეპბის ფაბრიკა

20827

18471

2356

7. თერჯოლის მეფრინველეობის ფაბრიკა

51227

46227

5000

8. ნოსირის მეფრინველეობის ფაბრიკა

14431

14431

9. ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკა

14673

1200

13473

10. გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკა

183258

14252

105717

63289

:

988668

442054

296283

220973

29358