დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3757-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 05/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080010.05.001.016049 |
ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2010 წლის 1 აგვისტომდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის განთავისუფლებას როგორც ადმინისტრაციული სახდელისაგან, ისე საურავისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება ვრცელდება როგორც ადმინისტრაციული სახდელის, ისე საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან განთავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 ოქტომბერი.
№ 3757–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები