დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თურქმენეთიდან 1995 წელს საქართველოში მოწოდებული ბუნებრივი აირის გამო წარმოშობილი ვალის დაფარვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/05/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №306
1996 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
თურქმენეთიდან 1995 წელს საქართველოში მოწოდებული ბუნებრივი აირის გამო წარმოშობილი ვალის დაფარვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
თურქმენეთიდან 1995 წელს საქართველოში მოწოდებული ბუნებრივი აირის გამო წარმოშობილი ვალის დაფარვის დამატებით ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) არ დაუშვას ხელშეკრულებათა გაფორმება თურქმენეთში ჩაის ექსპორტიორ ფირმებთან ამ პროდუქციაზე ჩაის მწარმოებელი ფაბრიკის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატის გარეშე.
2. დაფინანსდეს თურქმენეთში ვალის დასაფარავად სპეცტანსაცმლის მიმწოდებელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია 1“, ამასთან გამოყენებულ იქნეს იმ მიმწოდებლებისათვის გასაცემი თანხები, რომელთა მიერ ვალის დასაფარავად თურქმენეთში ჩაბარებული პროდუქცია არ არის ანაზღაურებული (მათი თანხმობის შემთხვევაში).
შეზრუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია 1“-ს, აგრეთვე იმ მიმწოდებლებს, რომელთა თანხები გამოყენებული იყო შპს „ჯორჯია-1“-ის მიერ ვალის დასაფარავად წარმოებულ ოპერაციაში, ვალის დაფარვის შემდეგ აუნაზღაურდეთ ღირებულების 50 პროცენტი.
3. იმის გათვალიწინებით, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის 1996 წლის 20 მარტის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით დაფიქსირებული ვალი შემცირდა ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებლების მიერ თურქმენეთში გაგზავნილი პროდუქციით, რომელიც ჯერ არ არის ანაზღაურებული, მიმწოდებლებს აუნაზღაურდებათ გამოყოფილი თანხებიდან დადგენილი წესის მიხედვით.
4. მოწონებულ იქნეს კერძო ფირმების ინიციატივა თურქმენეთში მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან მათი მისაღები თანხების საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ნებაყოფლობით გადარიცხვის შესახებ შესაძლებლობის მიხედვით თურქმენეთში საქართველოს საელჩოს შესანახად.
5. აღნიშნული ბრძანებულების შესრულებისადმი კონტროლი დაევალოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკურ სამსახურს.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები