დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების, ჭაბურღილების ბურღვისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 277 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 16/04/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.380.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №277
1996 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების, ჭაბურღილების ბურღვისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციის სახელმწიფო კომპანია „საქნავთობის“ და მასთან თანამშრომლობით შექმნილი ერთობლივი საწარმოების მიერ ნავთობისა და გაზის მოპოვების, ჭაბურღილების ბურღვისა და ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებათა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად:
1. დამტკიცდეს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკები და სავარაუდო მოცულობანი.
2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციამ (დ. ზუბიტაშვილი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააწესოს მუდმივი კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების, ჭაბურღილების ბურღვისა და ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებათა მოთხოვნების უცილობლივ შესრულების მიზნით და ნება დაერთოს დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება დადებულ ხელშეკრულებათა გაუქმების შესახებ და გამონახოს ახალი უცხოელი პარტნიორები გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად არანაკლები პირობებით.
3. დაწესდეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტების (გარდა ადრეული ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ობიექტებისა) მშენებლობის, ექსპლუატაციისა და შემდგომში განვითარების საკითხები განხილული იქნება მხოლოდ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციის მიერ დაინტერესებული სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები