დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/09/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 06/09/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №398
2000 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საკანონმდებლო მაცნე I, 2000 წ., №17, მუხლი 41) განხორციელების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულებაში ყველგან სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.
2. ბრძანებულების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის არასაპროექტო ნაწილით გამოყოფილი თანხის ათვისებასთან დაკავშირებული და ორგანიზაციული ღონისძიებები მმართველმა ორგანომ განახორციელოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს მეშვეობით“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები