"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 890
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 08/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 120090000.08.002.016049
  • Word
890
04/11/2010
სსმ, 144, 08/11/2010
120090000.08.002.016049
"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №890

2010 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულების (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ.1251) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,მათთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას,”;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა სპორტულ-გამაჯანსღებელი ღონისძიებების ორგანიზებას;”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი