დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლის ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 13/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №130
2000 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლის ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლის ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2001 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული მომსახურებით შემოსული საკონსულო მოსაკრებლის 55 პროცენტი (ნაცვლად 20 პროცენტისა) ჩაირიცხოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაბიუჯეტო და სავალუტო ანგარიშზე, დარჩენილი 45 პროცენტი – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე, ხოლო 2001 წლის 1 იანვრიდან 20 პროცენტი ჩაირიცხოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაბიუჯეტო და სავალუტო ანგარიშზე, დანარჩენი 80 პროცენტი – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №497 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები