დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №497 ბრძანებულება „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/08/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41(48), 31/08/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №497
1999 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2000 წლის პირველ იანვრამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული მომსახურებით შემოსული საკონსულო მოსაკრებლების 55 პროცენტი (ნაცვლად 20 პროცენტისა) ჩაირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაბიუჯეტო და სავალუტო ანგარიშზე, დანარჩენი 45 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე; ხოლო 2000 წლის 1 იანვრიდან 20 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაბიუჯეტო და სავალუტო ანგარიშზე, დანარჩენი 80 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე“.
2. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები