დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ,,საქრუსენერგოს" შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 236 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/03/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/03/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №236
1996 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოს“ შექმნის შესახებ
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს შეიქმნას სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და რუსეთის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სააქციო საზოგადოება „რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის“ 1995 წლის 10 ივლისის შეთანხმების შესაბამისად.
2. დაევალოთ:
– საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (ა. სილაგაძე) და საქართველოს სათბობენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციას (დ. ზუბიტაშვილი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და საქართველოს სახელით იყოს მისი დამფუძნებელი;
– საქართველოს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს ხელი შეუწყონ სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ ჩამოყალიბებისა და სათანადო სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები