„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 887
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 04/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010120000.08.002.016048
  • Word
887
04/11/2010
სსმ, 143, 04/11/2010
010120000.08.002.016048
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №887

2010 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1168) ეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-9 პუნქტები:

,,5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საძლებელია განხორციელდეს ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლისათვისაც გამოიყენება ამ დებულებით შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი ნორმები, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

6. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის ყოფნის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის ქმედების ვადა არ არის საკმარისი, გარდა ,,უცხოელთა სამართლებივი მდგომარეობის შესახებ” საქართვეოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახე.

7. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად უცხოელი ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 2 კვირით ადრე მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.

8. გადაწყვეტილება ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძლების თაობზე, როგორც წესი, მიიღება 7 დღის ვადაში. ეს ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, იძლება გაგრძლდეს ორ კვირამდე.

9. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე დადები გადაწყვეტილების მიღების მთხვევაში, საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო უცხოელზე გასცემს ორდინალურ ვიზას, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი ოდენობით.”.

2. ეს ბრძნებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი