დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის მომზადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/03/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/03/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.050.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №220
1996 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის მომზადების შესახებ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და დარგობრივი სამინისტროების სტრუქტურებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალისა და სამეცნიერო ბაზის შენარჩუნებისათვის მომზადდეს საქართველოს მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფცია. ამ მიზნით:
1. საქართველოს პრეზიდენტთან შეიქმნას საქართველოს მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის მოსამზადებელი კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.
2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ (ა. თავხელიძე) სამ თვეში მოამზადოს და წარმოუდგინოს კომისიას განსახილველად ფუნდამენტური მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის პროექტი.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე) და საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭომ (რ.მეტრეველი) სამ თვეში წარმოუდგინონ კომისიას განსახილველად სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის პროექტი.
4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა, ლ. ჯაფარიძე) და სოფლის მეურნეობის აკადემიამ (ვ.მეტრეველი) სამ თვეში წარმოუდგინონ კომისიას განსახილველად დარგობრივი სამინისტროების მიხედვით განზოგადებული მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის პროექტი.
5. საქართველოს მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის მოსამზადებელმა კომისიამ გამოყოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ოთხ თვეში წარმოუდგენს კომისიას განსახილველად კონცეფციის განზოგადებულ პროექტს.
ე. შევარდნაძე
საქართველოს მეცნიერებისა და სამეცნიერო დამუშავებათა განვითარების კონცეფციის მოსამზადებელი კომისია
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ასლან აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი
გია არსენიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში
ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი
ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
ლეონიდე გაბუნია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
ერეკლე გამყრელიძე – აკადემიკოსი
თამაზ გამყრელიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი
გურამ გველესიანი – აკადემიკოსი
არჩილ გოგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარე
ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მალხაზ ზაალიშვილი – აკადემიკოსი
გურამ თევზაძე – აკადემიკოსი
დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
კობა იმედაშვილი – მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების გამგე
ფრიდონ ინჯია – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი
თამაზ კვაჭანტირაძე – საქართველოს განათლების მინისტრი
ვლადიმერ კერესელიძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მრეწველობის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ჯუმბერ ლომინაძე – აკადემიკოსი
პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მერაბ მერაბიშვილი – რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი
ვალერიან მეტრეველი – საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი
როინ მეტრეველი – თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
რომან მიმინოშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
ოთარ ნათიშვილი – აკადემიკოსი
თენგიზ ონიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ზურაბ ჟვანია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
მინდია სალუქვაძე – აკადემიკოსი
გივი სანაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
ივერი ფრანგიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
იაკობ ფუტკარაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
ნაპოლეონ ქარქაშაძე – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი
თეიმურაზ შაშიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის მერი
ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ბადრი შოშიტაიშვილი – ქ. თბილისის მერი
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
გიორგი ციციშვილი – აკადემიკოსი
ევგენი ხარაძე – აკადემიკოსი
რამაზ ხეცურიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი
სიმონ ხეჩინაშვილი – რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
რამაზ ხუროძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
ალექსანდრე ჯავახიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ლევან ჯაფარიძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ბონდო ჯიქია – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები