დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3789-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 04/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.016040 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) მე-6 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) საშეშე ხე-ტყის დამზადება;
ო) ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 28 ოქტომბერი.
№3789–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები