თბილისის საავიაციო სახელმწფო გაერთიანების სიმძლავრეთა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად გამოყენების შესახებ

  • Word
თბილისის საავიაციო სახელმწფო გაერთიანების სიმძლავრეთა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.000.
  • Word
216
13/03/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/03/1996
120.340.000.05.002.000.
თბილისის საავიაციო სახელმწფო გაერთიანების სიმძლავრეთა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად გამოყენების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №216

1996 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების სიმძლავრეთა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად გამოყენების შესახებ

1995 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ძალების მთავარსარდლის მიერ დამტკიცებული 1995-1996 წლებში თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების წლებში თავდაცვითი დანიშნულების საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა და წარმოების პროგრამა თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებას აკისრებს საბაზო საწარმოს როლს, სადაც რესპუბლიკის სამხედრო, საწარმოო და კვლევითმა ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ ქვეყნის სამხედრო ძალების საბრძოლო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოები. ამავე დროს იმის გამო, რომ თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მიიღო გაგზავნილი სპეცპროდუქციის საკონტრაქტო ღირებულებიდან 6,5 მლნ აშშ დოლარი, წარმოება აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებათა შესრულებას.

თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების სიმძლავრეთა სრულად გამოყენების მიზნით:

1. რამდენადაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა ცნობს თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების მიმართ დავალიანებას 6,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) გამართოს მოლაპარაკება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა აღნიშნული თანხით შემცირდეს საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ვალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ.

2. შესაბამისი კომპენსაციის მიზნით თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებას ჩაეთვალოს გადახდილად სავალდებულო გადასახადები 1996 წლის 1 იანვარის მდგომარეობით ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე.

3. დაევალოთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ვ. პაპავა) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ. იაკობიძე):

– წარმოადგინონ წინადადებანი თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებისათვის კუთვნილი თანხის დარჩენილი ნაწილის კომპენსაციის შესახებ;

– გაითვალისწინონ პირველ რიგში თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებისათვის შეღავათიანი კრედიტის გამოყოფა შესაბამისი საინვესტიციო პროგრამების დასაფინანსებლად პრივატიზაციის სახსრებისაგან შექმნილი სპეციალური ანგარიშიდან.

4. თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებამ და სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ერთიანმა ფონდმა გააფორმონ ხელშეკრულება კონკრეტული სოციალური პროგრამების რეალიზაციისათვის.

5. თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებამ დააჩქაროს ქ. თბილისის მერიის ბალანსზე საუწყებო საბინაო ფონდის გადაცემა ელექტროქვესადგურების, გზების, ნაგებობებისა და კომუნიკაციების ჩათვლით.

ე. შევარდნაძე