დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/03/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/03/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №210
1996 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული ქვემოთ ჩამოთვლილი შეთანხმებები საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად არ საჭიროებენ საქართველოს პარლამენტის რატიფიცირებას, მათი ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერს ქ. ათენში ხელმოწერილი შეთანხმება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1995 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები