თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახელბის აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახელბის აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.002.000.
  • Word
197
28/02/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
280.120.000.05.002.000.
თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახელბის აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №197

1996 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით:

1. შეიქმნას თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე (შემადგენლობა თან ერთვის).

2. სამთავრობო კომისიამ ერთ თვეში შეიმუშაოს თბილისში 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის პროგრამა 1998 წლის 1 ივლისამდე მისი დასრულების გათვალისწინებით, ამავე ვადაში შეადგინოს მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ეტაპობრივი ანაზღაურების პროგრამა და უზრუნველყოს მისი შესრულება.

3. თბილისის მერიამ (ბ.შოშიტაიშვილი) 1996 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ მიზნით 5 (ხუთი) მილიონი ლარის გამოყოფა, მშენებლობებზე ტენდერების გამოცხადება და გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი ათვისება.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების შესაბამისად გამოყოს 1996 წელს დამატებითი, მათ შორის, არასაბიუჯეტო, სახსრები მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად.

5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს სახელმწიფო კანცელარიას.

ე. შევარდნაძე

 

 

დანართი

თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა:

ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ბადრი შოშიტაიშვილი – თბილისის მერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მერაბ ადეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

მამუკა არეშიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ზურაბ ბიბილეიშვილი – თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე

თემურ გიორგაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ალეკო კურცხალია – თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის მოადგილე, მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის თავმჯდომარე

ჯულიეტა ლომიძე – საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე

ლევან მეტრეველი – დაზარალებულ თბილისელთა ცენტრის კომიტეტის წევრი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

თამარ ჟანიო-ჯოხაძე – საინიციატივო ჯგუფის წევრი

მერაბ ტატიშვილი – დაზარალებულ თბილისელთა ცენტრის კომიტეტის წევრი

კახა ქორიძე – მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკი სამსახურის სამშენებლო კომპლექსისა და ურბანიზაციის საკითხთა საკონსულტაციო ჯგუფის უფროსი

ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ფიქრია შერაზადიშვილი – დაზარალებულ თბილისელთა ცენტრის თავმჯდომარე

მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი

ციალა ჭანტურიძე – დაზარალებულ თბილისელთა ცენტრის კომიტეტის წევრი

ნათელა ჭოხონელიძე – დაზარალებულ თბილისელთა ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე

ნინო ჯანდიერი – დაზარალებულ თბილისელთა ცენტრის კომიტეტის წევრი

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

 

სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                                                          პ. მამრაძე