საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემისა და სხვა საწარმოებისათვის თურქმენეთში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებისა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდის გადავადების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემისა და სხვა საწარმოებისათვის თურქმენეთში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებისა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდის გადავადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.05.002.000.
  • Word
192
27/02/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
200.250.000.05.002.000.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემისა და სხვა საწარმოებისათვის თურქმენეთში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებისა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდის გადავადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №192

1996 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემისა და სხვა საწარმოებისათვის თურქმენეთში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებისა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდის გადავადების შესახებ

სამთავრობათშორისო ხელშეკრულების შესასრულებლად 1994-1995 წლებში მიღებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემისა და სხვა საწარმოებმა თურქმენეთს მიაწოდეს 9637 ათასი ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც სახელმწიფომ ნატურპროდუქტებითა და ურთიერთდავალიანებათა ჩათვლით დაფარა 7235 ათასი ლარი, დაუფარავი დარჩა 2402 ათასი ლარი. ამის გამო საწარმოებმა ვერ შეძლეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხებისა და გადაუხდელობისათვის სანქციებით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მათი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან საწარმოთა გამოყვანის მიზნით:

1. თურქმენეთისათვის ჩაის პროდუქციის მიწოდების მონაწილე მეურნეობებს, ჩაის პირველადი და მეორეული გადამუშავების ფაბრიკებს ნაშთად რიცხული ჩაის პროდუქციის რეალიზაციამდე გადაუვადდეთ ბიუჯეტში 1994-1995 წლების გადასახდელები, მაგრამ არა უგვიანეს 1 სექტემბრამდე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე):

– თურქმენეთისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაშთად დარჩენილი სახელმწიფო ვალის დასაფარავად საქართველოს 1996 წლის ცენტრალური ბიუჯეტით საამისოდ გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოუყოს სახელმწიფო კომპანია საქგაზს 1489,9 ათასი ლარი, მათ შორის, ფირმა ვაზიანისათვის – 690,0 ათასი ლარი, გაერთიანება საქკონსერვისათვის – 424,9 ათასი ლარი და გაერთიანება არესათვის" – 375,0 ათასი ლარი;

– მოახდინოს ურთიერთდავალიანებათა ჩათვლა ბიუჯეტთან, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან, სახელმწიფო კომპანია საქენერგოსთან და სახელმწიფო კომპანია საქგაზთან აღნიშნულ საწარმოთა და ორგანიზაციათა დავალიანების იმ თანხების ოდენობით, რაც უკავდებათ თურქმენეთში გაგზავნილი პროდუქციის ღირებულებიდან დანართის თანახმად.

3. 1996 წლის 1 სექტემბრამდე გამოეყოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო კომერციულ გაერთიანება საქჩაი სუბტროპიკს” საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან საბიუჯეტო სესხი 598 ათასი ლარი (სესხის სარგებლობისათვის 15 პროცენტის გადახდევინებით წლიურზე გადაანგარიშებით). ჩაის მრეწველობის იმ საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის, რომელთაც თურქმენეთში გააგზავნეს ჩაის პროდუქცია.

4. სახელმწიფო კომპანია საქგაზმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 იანვრის №241 ბრძანებულებით გადავადებული თანხების ამოღებისთანავე უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გამოყოფილი 1489,9 ათასი ლარის საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნება.

 

ე. შევარდნაძე

დანართი

სამთავრობთაშორისო ხელშეკრულების თანახმად თურქმენეთში გაგზავნილ საქონელზე არსებული დავალიანებების ურთიერთჩათვლა

1. ჩაეთვალოს სახელმწიფო კომპანია საქგაზს გადახდილად:

– სააქციო საოგადოება ვაზიანისათვის – 690 ათასი ლარი

– საწარმოო გაერთიანება საქკონსერვისათვის – 424,9 ათასი ლარი

– გაერთიანება არესათვის – 375 ათასი ლარი სულ: 1489,9 ათასი ლარი

2. ჩაეთვალოს სააქციო საზოგადოება ვაზიანსგადახდილად:

– საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში – 32299 ლარი

– ტრესტ თბილგაზისათვის – 84683 ლარი

– სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის

ერთიან სახელმწიფო ფონდში – 7145 ლარი სულ: 124127 ლარი

3. ჩაეთვალოს ბიუჯეტში გადახდილად გაერთიანება საქკონსერვის საწარმოებს:

აჭარის საკონსერვო ქარხანას – 26 ათასი ლარი

ხელვაჩაურის საკონსერვო ქარხანას – 18,3 ათასი ლარი

ქედის საკონსერვო ქარხანა – 2,0 ათასი ლარი

ლანჩხუთის საკონსერვო ქარხანას – 1,0 ათასი ლარი

ხობის საკონსერვო ქარხანას – 5,7 ათასი ლარი სულ: 53,0 ათასი ლარი

4. ჩაეთვალოთ სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში გადახდილად:

ხელვაჩაურის საკონსერვო ქარხანას – 1,3 ათასი ლარი

ქედის საკონსერვო ქარხანას – 1,2 ათასი ლარი

ლანჩხუთის საკონსერვო ქარხანას – 0,7 ათასი ლარი

ხობის საკონსერვო ქარხანას – 0,3 ათასი ლარი სულ: 3,5 ათასი ლარი

5. ჩაეთვლოს დაფარულად სახელმწიფო კომპანია საქენერგოს დავალიანება:

– ხელვაჩაურის საკონსერვო ქარხანას – 5,6 ათასი ლარი

– ქედის საკონსერვო ქარხანას – 0,8 ათასი ლარი სულ: 6,4 ათასი ლარი

6. ჩაეთვალოს დაფარულად გაერთაიანება არესსააქციო კომერციული ბანკის საქართველოს ბანკის სასესხო დავალიანება 375 ათასი ლარის ოდენობით.

7. ჩაეთვალოს დაფარულად ტრესტ თბილგაზს სახელმწიფო კომპანია საქგაზის დავალიანება 84683 ლარის ოდენობით.

8. ჩაეთვალოს დაფარულად სახელმწიფო კომპანია საქგაზს ბიუჯეტიდან აღებული სესხი 84683 ათასი ლარის ოდენობით.

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გადაურიცხოს:

– სააქციო საზოგადოება ვაზიანს– 565873 ლარი

– გაერთიანება საქკონსერვს– 362000 ლარი

– სააქციო კომერციულ ბანკს საქართველოს ბანკს – 375000 ლარი

– სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის

ერთიან სახელმწიფო ფონდს – 10645 ლარი სულ: 1313518 ლარი

10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აიღოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებში:

– სააქციო საზოგადოება ვაზიანიდან– 32299 ლარი

– გაერთიანება საქკონსერვისდაქვემდებარებული საწარმოებიდან 53000 ლარი

სულ: 85,299 ლარი.

 

სახელმწიფო კანცელარიის

უფროსი                                                                                         პ. მამრაძე